3 აგვისტოს, სამხრეთ საქართველოში წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ, ქუთაისის "ტორპედოში" კაპიტნის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმის მიცემა ფარულად მიმდინარეობდა.
კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საპატიო სტატუსი წილად ხვდა "ტორპედოს" ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს, მეკარე ომარ მიგინეიშვილს.
პირველ-მეორე ვიცე-კაპიტნები შესაბამისად, ალექსანდრე კვახაძე და გიორგი დათუნაიშვილი გახდნენ. fctorpedo.ge