"ზესტაფონმა" საკონტროლო მატჩში "გაგრას" უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა

AutoSharing Option
4 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა", რომელიც XXIV ეროვნული ჩემპიონატის სტარტისათვის ზესტაფონში ემზადება, საკონტროლო მატჩი გამართა.

ქვეყნის ჩემპიონთა სპარინგ-პარტნიორი საფეხბურთო კლუბი "გაგრა" გახლდათ.

"გაგრასთან" შეხვედრაში ზესტაფონელებმა ასეთი შემდგენლობით იასპარეზეს: კვასხვაძე (მამალაძე, 46), თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, რაჟამაშვილი (კობახიძე, 46), მენთეშაშვილი (გორგიაშვილი, 46), აფციაური (სარდალიშვილი, 46), ბაბუნაშვილი (შარიქაძე, 46), ჭანტურიშვილი (სამუშია, 46), მუჯირი (გუგუჩია, 46), ოვონიკოკო (კვერნაძე, 46).

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, რამაც სათანადოთ ასახვა ანგარიშშიც ჰპოვა - ზესტაფონელებმა ტაიმი 3-0 მოიგეს.

უკვე 4-ე წუთზე ანგარიში შოთა
ბაბუნაშვილმა გახსნა, ამის შემდეგ კი ორჯერ (9-ე და 40-ე წუთებზე) თავი იომი ოვონიკოკომ გამოიჩინა.

მეორე ნახევრის დებიუტში გაგრელები გააქტიურდნენ კი ჯონი ჯერემიას გოლის წყალობით ანგარიშის "დასველება" მოახერხეს.

ტაიმის ასეთი დასაწყისის მიუხედავად, საბოლოო ჯამში ბრძოლა მაინც ვერ შედგა, რადგანაც "ზესტაფონმა" კიდევ სამი გოლით დაამწუხრა სტუმრები - გოლები მიშიკო სარდალიშვილის (74-ე წუთი), გურამ სამუშიას (75-ე წუთი) და ოთარ კვერნაძის (82-ე წუთი) ანგარიშზეა.

ზესტაფონელებმა დიდი ანგარიშით 6-1 გაიმარჯვეს.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
....შინ მამალი...
zuxusha
12:49 05-08-2012
0

სიახლეები პოპულარული