გიორგი განუგრავას რუსთავის "მეტალურგი" ელაპარაკება

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგმა" შესაძლოა სეზონის დაწყებამდე ერთი ფეხბურთელი დაიმატოს - 24 წლის გიორგი განუგრავა.

ეს ნახევარმცველი ერთ დროს ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა.

საფეხბურთო საზოგადოებამ განუგრავა თბილისის "ამერიდან" გაიცნო, მერე კი ამ შუახაზელს თითქმის ყველა ნაკრებში ათამაშებდნენ - 19 და 21-წლამდელებში, ეროვნულ ნაკრებში - ეს მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უმცროსი ნოდარ ახალკაცი იყო და ეროვნულ გუნდს გაიოზ დარსაძე თავკაცობდა.

"ამერიდან" განუგრავა"ზესტაფონში" გადავიდა და იქ რამდენიმე მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა სტაბილურობის მიღწევა გაუჭირდა.

"მლადა ბოლესლავი", "დიორი ეტო", "ლომბარდ პაპა"... განუგრავამ
უცხოეთშიც სცადა ფეხის მოკიდება, თუმცა სტაბილურობას იქაც ვერ მიაღწია.

ის მართლაც კარგი მონაცემების მქონე ნახევარმცველია და თუ "მეტალურგთან" მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, განუგრავა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება საქართველოს ჩემპიონატს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული