კიკნაძის თქმით, ლევანს ჰოლანდიიდან და ბელგიიდან აქვს შემოთავაზებები, რუსული კლუბების ვარიანტს კი აღარ განიხილავს.
"ყენიამ პეტერბურგი უკვე დატოვა. ის "ზენიტში" აღარ გადავა.
რატომ მოხდა ასე, არ ვიცი. პეტერბურგული კლუბისგან ოფიციალურ კომენტარებს ველით, მაგრამ არაფერი ისმის. ლევანს ხომ "ზენიტთან" წინასწარი შეთანხმება მიღწეული ჰქონდა.
შეპირდა თუ არა რამეს მას დიუკოვი? ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ ლევანი საქმეში იხილეს, ესაუბრნენ და
ჯერჯერობით დეტალები ჩემთვის უცნობია, რადგან ლევანთან არ მისაუბრია. ის ამჟამად არცთუ კარგ განწყობაზეა.
ყენიას შემოთავაზებები ჰოლანდიიდან და ბელგიიდან აქვს. ის თავისუფალი აგენტია.
რუსეთის ვარიანტი? "ზენიტის" არასერიოზული საქციელის შემდეგ რუსული გუნდების ვარიანტები არ განიხილება.
ვფიქრობ, პეტერბურგულმა კლუბმა ძალიან ბევრი დაკარგა, ასეთი მაღალი კლასის მოთამაშეზე უარი რომ თქვა. ლევანი ახალგაზრდაა, უმაღლეს დონეზე ჯერ კიდევ აუცილებლად ითამაშებს. ხანგრძლივმა პაუზამ ვერ გატეხა.
მას ყველაფერი წინ აქვს, მხოლოდ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. სამედიცინო შემოწმება სამჯერ გაიარა. პრობლემები უკან მორჩა და ლევანი სრულიად ჯანმრთელია", - განაცხადა გიორგი კიკნაძემ.
ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: "ზენიტში" ჩემი ტრანსფერი ლუჩანო სპალეტის არ უნდოდა
ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" - ნაბიჯი უკან