"შეთანხმება უკვე მიღწეულია, რამდენიმე დღეში ჩავალ ქაისერში და კონტრაქტსაც გავაფორმებ.
უკვე შევისწავლე იქაური სიტუაცია და სელექციის მხრივ გარკვეული სამუშაოებიც ჩავატარე.
"ქაისერში" ასაკობრივი გუნდების სპორტული დირექტორი ვიქნები", - გვითხრა ტყუპისცალმა.
არჩილის ძმა შოთა უკვე მესამე სეზონშიც იქნება "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელი. "ქაისერისფორმა" ახლახან ავსტრიული შეკრება მოილია, თურქულ პრემიერლიგაში კი პირველი მატჩი 19 აგვისტოს აქვს "ბურსასფორთან".
ტყუპები ბოლოს "ტრაბზონსფორში" იყვნენ ერთად ფეხბურთელობის დროს. ახლა კი ხელმეორედ ისევ ერთად, ისევ თურქეთში...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი