რუსთავის "მეტალურგს" ახალი ოთხეული ჰყავს

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგმა" სეზონის დაწყების წინ ოთხი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა.

რუსთაველებმა 22 წლის ხორვატი მეკარე ივან ჰოსმანი ჯერ კიდევ სლოვენიურ შეკრებაზე გამოსცადეს. "მეტალურგმა" ევროსარბიელზე ჰოსმანის გარეშე ითამაშა, მერე კი ხორვატი რუსთავში იახლა, ერთხელაც დააკვირდა და მერეღა გაუფორმა კონტრაქტი.

"მეტალურგს" შეემატა გიორგი ხიდეშელიც, რომელიც მანამდე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი იყო. 26 წლის ხიდეშელი შემტევი შუახაზელია.

ახლახან გაუწყეთ, "მეტალურგში" ვინძლო გიორგი განუგრავაც ჩაირიცხოსო და ასეც მოხდა - ერთ დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მეტალურგელი გახდა. განუგრავა 24 წლისაა.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა კიდევ ერთი, საკმაოდ
საინტერესო მოთამაშე აიყვანა - 21 წლის გიორგი გურეშიძე. ის ვიტჯორჯიელი გურამ გურეშიძის ძმა გახლავთ. ერთ დროს თვითონაც "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი იყო, მერე კი ცხინვალის "სპარტაკში" გადავიდა. ბურთის მოთვინიერება, ძლიერი დარტყმა, მახვილგონივრული გადაწყვეტილების მიღების უნარი - გიორგი გურეშიძეს ნიჭი არ აკლია.

ერთი სიტყვით, "მეტალურგმა" რიგიანი სელექცია ჩაატარა და თუ რა შედეგს მოიტანს ეს, კარსმომდგარი სეზონი გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი მიქაბერიძე: ჩემპიონატს გამორჩეული ფავორიტი არ ეყოლება
მკითხველის კომენტარები / 1 /
სახელიც შეუცვალეთ გუნდს და ნუ დაშლით სეზონის ბოლოს, იმიტომ რომ ევროპაზეც მიაღწიოს გუნდმა რაღაც წარმატებას..
beso65
12:12 09-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული