თბილისის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა

AutoSharing Option
9 აგვისტოს დიღმის ბაზაზე კლუბის ახალწვეულებისა და ახალი ეკიპირების წარდგენა გაიმართა.

ჟურნალისტთა წინაშე კლუბის დირექტორი სანდრო შახოვი და სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე წარსდგნენ.

სანდრო შახოვი: "ახალი სეზონის წინ გვსურს წარმოგიდგინოთ ჩვენი კლუბის ახალწვეულები. ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, დარკო გლიშიჩი, გიორგი სეთურიძე და გივი კვარაცხელია ამიერიდან ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავენ.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა რებრენდინგი. გვსურს, წარმოგიდგინოთ ახალი ლოგო და სათამაშო მაისურები. ჩვენ მომავალში ვაპირებთ ჩვენი ფან-შოპის გახსნას, სადაც ახალი ბრენდის შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი".


ბუბა ტყავაძე: "სეზონის განახლებამდე გუნდის გაძლიერებაზე
ვმუშაობდით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს "დინამოში" ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც სასურველი შედეგის ჩვენების უნარი შესწევთ.

არაა გამორიცხული, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდში კიდევ იყოს მატება. "დინამომ" სეზონის წინა სამზადისი სლოვენიაში გაიარა. წაუგებლად ნათამაშები სპარინგები არ არის იმის გარანტი, რომ ჩემპიონატში იოლად მივაღწევთ რამეს. მეტი მუშაობა გვმართებს.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფრანსის კონესთან, რომელიც შესაძლოა მომავალ სეზონში "დინამოს" მაისურით ვიხილოთ. ჯამში, შეიძლება ითქვას, კარგი შეკრება გამოვიდა.

ფეხბურთელებით და სამწვრთნელო შტაბით კმაყოფილები ვართ, თუმცა მეტი გვმართებს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი საქმე დუშან უჰრინის გვერდით დგომაა. ვიმედოვნებ, ახალ მწვრთნელთან ერთად გუნდურობის პრინციპით სასურველ შედეგს მივაღწევთ".


დინამოელებმა ახალი სეზონისთვის მზადების ძირითადი ეტაპი სლოვენიაში გაიარეს. ორკვირიან შეკრებაზე გუნდმა, ნაყოფიერ ვარჯიშებთან ერთად, 4 ტესტ-მატჩიც გამართა. დინამოელებმა ამხანაგური შეხვედრები დაუმარცხებლად ჩაატარეს.

28.07. დინამო 2:0 გურნიკი (პოლონეთი)
26.07. დინამო 2:1 ბეროე (ბულგარეთი)
23.07. დინამო 0:0 ფენერბაჰჩე (თურქეთი)
18.07. დინამო 1:0 ბორჩა (სერბეთი)

Sportall.Geგუნდს უბრუნდება 33 წლის მცველი გივი კვარაცხელია, რომელმაც უკანასკნელი სეზონი რუსთავის "მეტალურგში" გაატარა. სხვადასხვა დროს კვარაცხელიას "დინამოს" მაისურით 51 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მეტოქეთა კარში კი ცხრაჯერ გოლის გატანაც მოახერხა. გივი 6-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.



Sportall.Ge"დინამოში" ითამაშებს 20 წლის მაკედონიელი მცველი დარკო გლიშიჩი, რომელიც მაკედონიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. დარკოს სათამაშო ფორმის ნომერი 32 იქნება.




Sportall.Ge"დინამოში" ჩაირიცხა ასევე 27 წლის მარჯვენაფლანგელი, გიორგი სეთურიძე, რომელმაც ბოლო სეზონი რუსთავის "მეტალურგში" გაატარა.

სეთურიძეს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ თამაშის გამოცდილებაც აქვს. გიორგის სათამაშო ფორმა 7-ნომრიანია.

Sportall.Ge"დინამოს" ახალწვეულია 29 წლის ესტონეთის ნაკრების ფორვარდი ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი. იგი ბოლოს რუსული "ხიმკის" შემადგენლობაში თამაშობდა. ბოლო გამარჯვებას ესტონელებმა ვოსკობოინიკოვის გოლით ლიტველებთან მიაღწიეს. ესტონელი ფორვარდი 27 ნომერი იქნება.

დინამოელები ახალ სეზონში ახალი ეკიპირებით და ახალი სათამაშო ფორმით იასპარეზებენ. "დინამო" NIKE-ის ფორმით შეიმოსება.

რებრენდინგის პროცესი "დინამოში" წინა წელს დაიწყო. "დინამოსთვის" ახალი იმიჯის შექმნაზე მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სააგენტომ - "ინტერბრენდმა" იზრუნა. "ინტერბრენდი" საფეხბურთო სამყაროში ცნობილი კომპანიაა.

ტურინის "იუვენტუსი", დონეცკის "შახტარი", ყაზანის "რუბინი"... ეს იმ გუნდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა იმიჯის განახლებაზეც "ინტერბრენდმა" ბოლო წლებში იმუშავა. შვეიცარიულმა კომპანიამ შეისწავლა როგორც გუნდის, ასევე ქალაქის ისტორია და ფასეულობები. შედეგად, შეიქმნა იმიჯი, რომელიც "დინამოს" მომავლის სიმბოლოდ იქცევა.

ტრადიციული ფერები - ლურჯი და თეთრი, რომლის შერწყმაც "ინტერბრენდის" დიზაინერებმა მიმინოსთან, თბილისისა და თავისუფლების სიმბოლოსთან მოახდინეს.

რებრენდინგთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა. წელს "დინამო" "ნაიკით" შეიმოსა. ბუნებრივია, უცვლელია ძირითადი სათამაშო ფერები - ლურჯი და თეთრი; ხოლო მესამე, ნეიტრალური ფორმა წითელი იქნება.

Sportall.Ge

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
სასწაული შენაძენია... ტყავაძემ მარტო ვინმე დაითრიოს მუქთად !!!
ggggg
00:57 10-08-2012
0
წარმატებას, ვუსურვებ დინამოს
0

სიახლეები პოპულარული