გორის "დილას" "ანორთოსისთან" 3:0 გამარჯვებას კვიპროსში არეულობა მოჰყვა

AutoSharing Option
საქართველოს თასის მფლობელმა გორის "დილამ" ბევრისთვის წარმოუდგენელი რამ შეძლო და ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა.

"დილამ", რომელმაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საშინაო მატჩში კვიპროსულ "ანორთოსისთან" შეხვედრა 0:1 დათმო, 9 აგვისტოს ლარნაკაში გამართულ საპასუხო მატჩში  მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე "ანორთოსისის" აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე არეულობა გამართეს, მოედანზე კი საგნების სროლა დაიწყეს, რის გამოც შეხვედრა შეწყდა და გუნდები მოედნიდან გავიდნენ...

მანამდე კი გორელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და სამივე შეხვედრის მეორე ნახევარში. პირველი და ბოლო ბურთი "დილას"
გოლეადორმა მათე ვაწაძემ შეაგდო, შუალედში კი ლაშა სალუქვაძემ იყოჩაღა.

ამრიგად, თემურ შალამბერიძის გუნდი ევროპის ლიგის პლეი ოფშია, სადაც მეტოქეს წილისყრის შემდეგ გაარკვევს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აჰაა,აგრესიას რა მოაქვს,ვერ უნდა იგუოთ ბიჯებო მოწინააღმდეგის ფეხებში ბურთი!!!...აკრძალეთ ბავშვობიდანვე უკან პასი...ეს ბავშვობიდანვე ყოველ ფეხბურთელს საკუთარ თავში დარწმუნებულს გაზრდის რომ ყოველს შეეძლება საკუთარ თავზე აიღოს ნებისმიერ შემთხვევაში თამაში,ანუ ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ძლიერს გაზრდის და ქართული ფეხბურთის დონეც საგრძნობლად გაიზრდება!!! ---მიდით ბიჯებო ა გ რ ე ს ი უ ლ ა დ!!!
glaxuna
23:54 09-08-2012
0
ამ ვაწაძის სხვა ფოტო არ არსებობს?
როიკო
00:32 10-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული