ანორთოსისი-დილა 0:3 - ჯგუფამდე ერთი ნაბიჯიღაა, შეუძლებელი არაფერია! [+VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
"ანორთოსისთან" თბილისში განცდილი მარცხი ჩვენთვის ევროსეზონის დასრულებას მოასწავებდა და მხოლოდ მცირე იმედი გვქონდა იმისა, რომ "დილა" შინ დაკარგულს სტუმრად აინაზღაურებდა.

საბედნიეროდ, საქართველოს თასის მფლობელმა ამ ურთულეს მისიას თავი შესანიშნავად გაართვა და დიდებულად ჩატარებული მეორე ტაიმით მასპინძლები პირში ჩალაგამოვლებულები დატოვა.

ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, "დილას" ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვლება თუ ძალაში კვიპროსული მატჩის შედეგი დარჩება. ალბათ, უფრო პირველი ვარიანტი ამოქმედდება. ნებისმიერ შემთხვევაში, გორულმა კლუბმა 3:0 მოიგო და 10 აგვისტოს ევროპის ლიგის პლეი ოფის მეტოქის ვინაობასაც შეიტყობს.

ქართული გუნდები მსგავს გმირობას ძალიან
იშვიათად სჩადიან. შინ დამარცხების შემდეგ სტუმრად გამარჯვება და შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება მათი სტილი არ არის, მაგრამ "დილა" ბედნიერი გამონაკლისი აღმოჩნდა და თუ წილისყრამ არ გაწირა, ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრადაც ბოლომდე იბრძოლებს.

აი, ასეთი დაუვიწყარი გამოდგა 9 აგვისტოს საღამო, რომელმაც გუნება-განწყობა მხოლოდ გორელ კი არა, მთლიანად ქართველ გულშემატკივარს გამოუკეთა.

მატჩის წინ ვვარაუდSportall.Geობდით, რომ საქართველოსთვის წლევანდელი ევროსარბიელი უფერულად დასრულდებოდა. ახლა კი მთელი ჩვენი იმედები "დილაზეა" დამყარებული, რომელსაც მართალია, პლეი ოფში, დიდი ალბათობით, "ანორთოსისზე" ძლიერ მეტოქესთან მოუწევს ბრძოლა, მაგრამ ასეთი შემართებით უფრო რთული ბარიერის გადალახვაცაა შესაძლებელი.

მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადმოსცა და ნახეთ, თუ როგორ ჩაშალეს მატჩი განრისხებულმა კვიპროსელმა ფანებმა (იხილეთ ვიდეო).

82-ე წუთზე გუნდებმა უსაფრთხოების მიზნით, მსაჯისა და დელეგატის ნებართვით, მოედანი დატოვეს და იქ აღარც დაბრუნებულან. "ანორთოსისის" ვაიგულშემატკივრებმა კი ვიდეოტექნიკის განადგურებითა და პლასტმასის სკამების დაწვით გული იჯერეს და მარცხით გაოგნებულებმა სტადიონი მალევე დატოვეს.

პირველი ტაიმი "ანორთოსისის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა მასპინძელთა რამდენიმე არცთუ სახიფათო მცდელობა "დილას" ხორვატმა მეკარე მარინ სკენდერმა გაანეიტრალა.

შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა "დილა" გავიდა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ხელთ საგრძნობი უპირატესობა იგდო და 46-ე და 47-ე წუთებზე ზედიზედ ორი რეალური საგოლე შანსი გაუშვა ხელიდან - ლაშა გვალიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, შეცვლაზე შესული რომან ახალკაცის შორეული გასროლისგან კი "ანორთოსისი" ხარიხამ იხსნა.

გოლSportall.Geი აშკარად უკვე მომწიფებული იყო და მალე გავიდა კიდეც - შოთა გრიგალაშვილის ჩინებული პასით მათე ვაწაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, წინ გამოსულ კიპერს საქმეში ჩართვა არ აცალა და გარე ტერფით ბურთი უნაკლოდ გადაგზავნა კვიპროსელთა კარში - 0:1.

"ანორთოსისის" სამწვრთნელო შტაბმა მდგომარეობის გამოსწორება შეცვლებით სცადა და ერთი პერიოდი თამაში გათანაბრდა, მაგრამ ქართველებმა კვლავ წინ გაიწიეს და სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა შოკში ჩააგდეს - გრიგალაშვილის მოწოდებულ კუთხურს ლაშა სალუქვაძის თავური მოჰყვა. ბურთი ხარიხამ აისხლიტა, მაგრამ დამატებაზე ყველას კვლავ "დილას" კაპიტანმა დაასწრო და ანგარიში ორამდე გაზარდა.

"ანორთოსისის" შანსი მიზერულიღა იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, "დილამ" კიდევ უფრო გაილაღა და მეტოქის წვალებას წერტილი ვაწაძის არანაკლებ ეფექტური გოლით დაუსვა.

ამის შემდეგ რაც მოხდა, თავში გითხარით.

ყოველივე ეს "ანორთოSportall.Geსისის" ხელმძღვანელობამ იდარდოს, რომელსაც საკუთარი ფანების თავაშვებული საქციელის გამო სერიოზული სანქციები ემუქრება. "დილასთვის" კი ეგებ ტექნიკური გამარჯვებაც კი სჯობდეს - ამ შემთხვევაში ვაწაძეს, მართალია, პირადი მონაგარიდან ორი გოლი გაუქრება, მაგრამ სამაგიეროდ, "დილას" წამყვან ფორვარდს, რომელმაც კვიპროსში ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რიგით მესამე ყვითელი ბარათი მიიღო, დისკვალიფიკაცია ასცდება.

ქართველ ქომაგს კი, რომელსაც ეგონა, რომ ესპანეთის ნაკრების თბილისში ჩამოსვლამდე საინტერესო არაფერი ელოდა, წინ უმნიშვნელოვანესი საევროთასო მატჩები ელის.

თუ "დილამ" ჯგუფურ ეტაპზე შეაბიჯა, ამით მხოლოდ მისი კი არა, ქართული ფეხბურთის პრესტიჟი ამაღლდება.

ევროპის ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
8.08. ლარნაკა. ანტონის პაპადოპულოსი. 6 000 მაყურებელი
ანორთოსისი-დილა 0:3 (82-ე წუთზე შეწყდა) (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი)
გოლები: 0:1 ვაწაძე (53. გრიგალაშვილის პასით), 0:2 სალუქვაძე (78), 0:3 ვაწაძე (82)

ანორთოსისი დილა
4-2-3-1 4-2-3-1
ბლაჟიჩი სკენდერი
ილიჩი შაშიაშვილი
პაულუ ჟორჟე სალუქვაძე
კოლინი გ. ონიანი
ბონავენტურა კვირკველია
ალექსა ბეჭვაია
სპადასიო შ. გრიგალაშვილი
ლაბანი კახელიშვილი
ლაბორდე გვალია
ოჰაიონი გურული
ოკასი ვაწაძე

მწვრთნელები:
რ. ლევი თ. შალამბერიძე

ანორთოსისი
57. ოჰაიონი - რეზეკი
67. ოკასი - რონკატო
82. ლაბორდე - იულა
სათადარიგოები: მასტრუ, ანდიჩი, სიელისი, ანდრეუ

დილა
46. კახელიშვილი - ახალკაცი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ალადაშვილი, ჯიშკარიანი, კაციტაძე, გორელიშვილი, მოდებაძე

გაფრთხილება:
ონიანი (4), სალუქვაძე (15), ვაწაძე (25), გვალია (45), ალექსა (56), ბეჭვაია (73), კოლინი (76)

გაძევება:
ლაბანი (79)

არბიტრი: მ. ფაბიანი (უნგრეთი)

ფოტორეპორტაჟი მომზადებულია onlycy.com-ის მასალების მიხედვით
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა-ანორთოსისი 0:1 - სრული უიმედობა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღთ ბიჭებო, თქვენ დიდი სიხარული მოუტანეთ გორელებისთვის და მთელი საქართველოსთვის ამ მძიმედ გასახსენებელ დღეებში. გფარავდეთ გმერთი თქვენ და თქვენს ოჯახებბს. მადლობა მთ. მწვრთნელს ბატონ თემურის!
gizog
10:49 10-08-2012
0
გილოცავთ ხალხო გილოცავთ,გორმა მოიგო აგვისტოში,საღოლ გორელებს,ეხლა მესმის თუ როგორ გაუძლეს რუსულ აგრესიას , პირველი წაგებული თამაშის შემდეგ მოვიგეთ, მოვიგეთ გასვლითი შეხვედრა რაც ყოველთვის გვიჭირდა,მოვიგეთ სტანდარტულიდიან ჩამოწოდებული ბურთი მეორე სართულზე,გამოვიყენეთ მოწინააღმდეგის შეცდომა , საღოლ გორელებს და კიდევ ერთხელ ყველას ვულოცავ
kartveli
14:37 10-08-2012
0

სიახლეები პოპულარული