უეფამ "ანორთოსისი" დასაჯა - მათე ვაწაძე "მარიტიმუსთან" მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
უეფამ ევროპის ლიგის გათამაშებიდან "ანორთოსისის" გამოთიშვა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის დროს კვიპროსში მიმდინარე შეხვედრა გორის "დილასთან", ტრიბუნაზე მომხდარი არეულობების გამო 83-ე წუთზე შეწყდა.

იმ დროისთვის ქართველები ანგარიშით 3:0-ს იგებდნენ, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჰყოფნიდათ.

უეფას გადაწყვეტილებით, "დილას" დაფიქსირებული ანგარიში ჩაეთვალა, ხოლო "ანორთოსისი" მომავალში ევროთასებზე გასამართ სამ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს.

გარდა ამისა, "ანორთოსისი" 50 ათასი ევროთიც დააჯარიმეს.

უეფას გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გორის "დილას" თავდამსხმელი და საუკეთესო ბომბარდირი მათე ვაწაძე ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ
მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ვაწაძემ ევროპის ლიგის ოთხ მატჩში 3 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად შემდეგი შეხვედრის გამოტოვებას ნიშნავს. ვაწაძეს მესამე ყვითელი მსაჯმა "ანორთოსისთან" საპასუხო მატჩში უჩვენა.

როგორც იცით, გორის "დილა" ევროპის ლიგის პლეი ოფში 23 აგვისტოს პორტუგალიურ "მარიტიმუს" დაუპირისპირდება. საპასუხო მატჩი კი 30 აგვისტოს საქართველოში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
უეფა გორის "დილას" ევროპალიგის პლეი ოფში გასვლას არ ადასტურებს
ანორთოსისი-დილა 0:3 - ჯგუფამდე ერთი ნაბიჯიღაა, შეუძლებელი არაფერია! [+VIDEO]

პორტუგალიური "მარიტიმუ" - რა შანსი აქვს გორის "დილას"?
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტელევიზიით თუ ჩვენებენ თამაშს?
gorgi
16:26 20-08-2012
0

სიახლეები პოპულარული