"ზესტაფონში" რუსი ფორვარდი გამოჩნდა

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "ზესტაფონის" რიგებში ინდივიდუალური პროგრამით 27 წლის რუსი ფორვარდი დმიტრი ვასილიევი ვარჯიშობს.

ვასილიევს კარიერის მანძილზე რუსული პრემიერლიგის სხვადასხვა კლუბში უასპარეზია. "ზესტაფონის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, რუსი ლეგიონერი რამდენიმე დღეა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონს", ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, გერმანელი ლეგიონერი პიტერ მილხრაუმი შეუერთდა, რომელმაც სადებიუტო მატჩში გოლიც კი გაიტანა. 

ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში "მარგველებმა" მარტვილის "მერანი" ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩს "ზესტაფონი" რუსთავის "მეტალურგთან" გამართავს.

მომზადებულია fczestafoni.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული