გორის "დილას შესაძლო ახალწვეული - რუსებისგან ათვალწუნებული იბრა კებე

AutoSharing Option
ევროპის ლიგის პლეი ოფში პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" დაპირისპირებამდე გორის "დილა" გაძლიერებას გეგმავს.

მეტოქე სერიოზულია და სხვაგვარად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შეუძლებელი ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ "დილამ" "ანორთოსისთან" გაიმარჯვა, კვიპროსელებთან გუნდის ნაკლოვანებები აშკარად გამოჩნდა.

უკვე ვწერდით, რომ გორელებმა მახაჭყალის "ანჟის" შემტევი ნახევარმცველი, 24 წლის ირაკლი კლიმიაშვილი დაიმატეს, რომელიც ბოლო ერთი სეზონის განმავლობაში ტაშკენტის "ფახთაკორში" თამაშობდა.

ახლა კიდევ ერთ პოტენციურ ახალწვეულზე მოგახსენებთ, რომელთან მოლაპარაკებასაც "დილას" სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი აწარმოებს და თუ შეთანხმება მოხერხდა, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგიონერი, რომელიც საქართველოში
ითამაშებს.

Sportall.Geდოსიე
ბაი ალი იბრა კებე
დაიბადა 1978 წლის 24 დეკემბერს
სენეგალის მოქალაქე
სიმაღლე: 179 სმ
პოზიცია: მცველი
ამჟამად თავისუფალი აგენტი

საკლუბო კარიერა
2000-01 "ჟანა დარკი" (სენეგალი) ? (?)
2001-04 "სპარტაკი" (მოსკოვი) 47 (3)
2005 "ალანია" 0 (0)
2006 "სპარტაკი" (ნიჟნი ნოვგოროდი) 18 (1)
2006-11 "ანჟი" (მახაჩყალა) 81 (6)

სანაკრებო კარიერა
2000-03 სენეგალის ეროვნული ნაკრები 6 (0)

ტიტულები
რუსეთის ჩემპიონი: "სპარტაკი" (მოსკოვი)
ბრინჯაოს მედლის მფლობელი: "ანჟი" (მახაჭყალა)
2002 წელს რუსეთის პრემიერლიგის 33 საუკეთესოს შორის თავის ამპლუაში დაასახელეს მე-2 ნომრად.

* * *
სენეგალის ნაკრების ყოფილი მცველი სამშობლოდან რუსეთში 2001 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ რამდენიმე კლუბის ფორმა მოირგო.

საკმაოდ ძლიერი მცველია, მაგრამ რუსული მედიის კეთილგანწყობა ვერა და ვერ დაიმსახურა. როდესაც სხვას ხელს აფარებდნენ, კებეს ერთ გაცდენილი ვარჯიშისთვისაც კი სკანდალს უგორებდნენ.

Sportall.Geყველაფრის თავი და თავი "სპარტაკის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოლეგ რომანცევი იყო: 2002 წელს აფრიკის სანაპიროებთან ჩაიძირა გემი, რომელშიც კებეს დეიდა იმყოფებოდა.

ბუნებრივია, კებეს აფრიკაში გამგზავრება და მისამძიმრება სურდა, მაგრამ რომანცევმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარებინა, მერე სკამზე დასვა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა სენეგალში გამგზავრების უფლება.

რუსებზე გული მას შემდეგ აიყარა. ცეცხლზე ნავთი დაასხა ანდრეი ჩერნიშოვმა, რომლის დროსაც "სპარტაკში" კაპიტნის სამკლაურიც კი ჩააბარეს, მაგრამ რამდენიმე დღეში ტრანსფერზე დააყენეს (?!).

მიზეზად მის თავნებობასა და რეჟიმის დარღვევას ასახელებდნენ, მაგრამ კებე იქით აყენებდა პრეტენზიას, კლუბმა ორი თვის ხელფასი დამიგვიანა და თავად მსურს კლუბის დატოვებაო.

ასეთი რამ "სპარტაკის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ანდრეი ჩერვიჩენკოს დროს იშვიათი მოვლენა არ ყოფილა.

ეს საეჭვო რეპუტაციის მქონე ბიზნესმენი, რომელსაც უკავშირდება მოსკოვური კლუბის დაქცევა, ცუდად ახსენდებათ მასთან ნათამაშებ ქართველ ფეხბურთელებსაც - გიორგი ლომაიას და ვალერი აბრამიძეს, რომლებიც "სპარტაკში" ირიცხებოდნენ; აგრეთვე - მასთან "ხიმკიში" ნათამაშებ გოგიტა გოგუას.

სენეგალელი მცველი ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბარიერს აწყდებოდა - რუსეთის ვიზასაც თვეობით ელოდა, ფორმიდან ვარდებოდა და მიუხედავად ამისა, დაგვიანებას მასვე აბრალებდნენ. იგივე პრობლემის გამო გუნდს თურქულ შეკრებაზეც ვერ წაჰყვა.

მერე იყო იჯარა ვლადიკავკაზის "ალანიაში", საიდანაც მოსკოვში დაბრუნება არ სურდა და შეკრებაზე არ გამოცხადდა. ეს ყველაფერი რუსულ მედიაში "რეჟიმის დარღვევად" მონათლეს.

რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი რომან პავლიუჩენკოც ვერ იტანდა, კებე ვარჯიშებზეც უაზროდ უხეშობს და ამის გამო ბევრთან უჩხუბიაო.

თავად იბრას ნერვებმა უმტყუნა და შარშან "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში რობერტო კარლოსისთვის ბანანის სროლის კომენტარის დროს თქვა ის, რის გამოც რუსებმა საბოლოოდ აითვალწუნეს:

"მსგავს დამოკიდებულებას მეც ხშირად ვაწყდებოდი. "სპარტაკში" ყველაფერი ხდებოდა. ერთი მხრივ, არ მესმოდა, გულშემატკივარი რატომ შეურაცხყოფდა მისივე გუნდის შავკანიან მოთამაშეს.

ეს იმ დროს, როდესაც რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე აფრიკულ ნაკრებებსაც უნდა უმასპინძლოს, სხვა ნაკრებებშიც არაერთი შავკანიანი ფეხბურთელია.

მაოცებდნენ თანაგუნდელებიც, რომლებიც მაიმუნს მეძახდნენ. ამისთვის ფეხბურთელს ევროპაში, მაგალითად, საფრანგეთში, რამდენიმეწლიან დისკვალიფიკაციას მისცემდნენ. რუსეთში ეს არავის ადარდებს, მაგრამ ამას მე ვერასოდეს დავივიწყებ.

"სპარტაკში" მხოლოდ აფრიკელებთან და ბრაზილიელებთან ვმეგობრობდი. რუს ფეხბურთელებთან ურთიერთობა ვერ ავაწყვე. მათ საკუთარ წრეში უცხოელის შეშვება არ სურდათ. კლუბი დოპინგის მიღებასაც მაიძულებდა, მაგრამ არ ვსვამდი, რადგან ამის გამო გუნდი ერთხელ სკანდალში გაეხვა და შარს ვერიდებოდი.

..."სპარტაკში" რეჟიმის დარღვევას მაბრალებდნენ. რეალურ მიზეზს მხოლოდ ახლა გაგიმხელთ: კლუბში, სადაც რასიზმი ყვავის, დაბრუნება არ მსურდა. დაღესტანში კი რასიზმი არ არის და არც მაიმუნს მეძახდნენ"
.

Sportall.Ge

ამტკიცებენ, რომ კებე მართლაც რთული პიროვნება არის, მაგრამ ამ ინტერვიუს შემდეგ ის "ანჟიდანაც" დაითხოვეს, ხოლო ერთ-ერთი გაზეთი წერდა - მახაჭყალური კლუბი ბალასტისგან გაიწმინდაო. მერე კი გამოაქვეყნეს 10 აფრიკელის სია, რომლებიც რუსეთმა ვერ მიიღო და გაუხსენეს მილიციასთან კონფლიქტი, ბალიშის ქვეშ დამალული ქათმის ძვლები, კლუბის ბაზის ნომერში დამტვრეული ავეჯი...

არადა, კაცმა იქ 10 წელი ითამაშა და რუსების ყველა ბრალდებაზე ეცინება, სრული სიცრუეა, ცილს მწამებენო.

სხვათა შორის, ამბობს, რომ თავად სთხოვა სენეგალის ფეხბურთის ფედერაციას, ნაკრებში არ გამოეძახა. მიზეზი? წელიწადში რამდენჯერმე 9-საათიანი მგზავრობა ძალიან მღლისო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი კლიმიაშვილიც გორის "დილაშია"!
პორტუგალიური "მარიტიმუ" - რა შანსი აქვს გორის "დილას"?
ანორთოსისი-დილა 0:3 - ჯგუფამდე ერთი ნაბიჯიღაა, შეუძლებელი არაფერია! [+VIDEO]
დილა-ანორთოსისი 0:1 - სრული უიმედობა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
კებე გელით, ქართული სტუმარ–მასპინძლობა სულ დაგავიწყებს მაგ მაძუგ რუსებს... დილასთან ერთად წინ დიდი წარმატებები გელის...
Parma
12:17 17-08-2012
0
magari bebria ukve fexburtistvis.
zangura
12:41 17-08-2012
0

სიახლეები პოპულარული