ამ ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთი უძველესი რუსული ქალაქის, რიაზანის დაარსების დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით გაიმართა ვეტერანთა მატჩი - ერთმანეთს რიაზანის "ტორპედოსა" და საბჭოურ-რუსული ფეხბურთის ვარსკვლავები გაეჯიბრნენ.
ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ზაზა ჯანაშიამ ითამაშა.
ცხადია, მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ქართული ფეხბურთის აღზრდილია, მაგრამ მოსკოვში ცხოვრობს და ასეთ ღონისძიებებზე მსგავსი რამ მოსულა.
ზაზამ ისეთი ცნობილი ფეხბურთელების გვერდით ითამაშა, როგორებიც არიან: ალექსანდრ ბუბნოვი, იური გავრილოვი, ვიქტორ ლოსევი, ვლადიმერ ტატარჩუკი, ვლადიმერ ბესჩასტნიხი, სერგეი ოლშანსკი, სერგეი კირიაკოვი, სერგეი გორლუკოვიჩი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:48 22-08-2012
ზაზა ჯანაშიამ რუსულ-საბჭოური ფეხბურთის ვეტერანებთან ერთად ითამაშა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული