გორის "დილა" პორტუგალიაშია და "მარიტიმუსთან" მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
გორის "დილა" უკვე პორტუგალიის ქალაქ ფუნშალშია და 23-ში ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩის ჩასატარებლად ემზადება "მარიტიმუს" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სამწუხაროდ, "დილა" ამ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. ტრავმირებულნი არიან: ზურაბ არზიანი, გულვერდ თომაშვილი, ირაკლი მოდებაძე და კახა ალადაშვილი. მათე ვაწაძე კი ყვითელი ბარათების გამო ტოვებს ამ შეხვედრას.

სამაგიეროდ, დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს გოგიტა გოგუა დაუბრუნდა.

ასევე, "დილამ" კიდევ ერთი ნახევარმცველი დაიმატა ირაკლი კლიმიაშვილის სახით, რომელიც ბოლოს ტაშკენტის "პახტაკორში" თამაშობდა.

პორტუგალიაში გუნდი ამ შემადგენლობით
გაემგზავრა:
სკენდერი, შეყრილაძე, შაშიაშვილი, სალუქვაძე, ონიანი, კვირკველია, ბეჭვაია, გვალია, კაციტაძე, გრიგალაშვილი, გოგუა, გურული, კახელიშვილი, ახალკაცი, ჯიშკარიანი, ილურიძე, კლიმიაშვილი, კაშია.

"დილას" პრესსამსახური

ასევე იხილეთ:
პორტუგალიური "მარიტიმუ" - რა შანსი აქვს გორის "დილას"?
"მარიტიმუ"-"დილას" შეხვედრას ჩეხი არბიტრი განსჯის
უეფამ "ანორთოსისი" დასაჯა - მათე ვაწაძე "მარიტიმუსთან" მატჩს გამოტოვებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული