"მარიტიმუს" მთავარი მწვრთნელი: გორის "დილასთან" მატჩში ფავორიტები არ ვართ

AutoSharing Option
პორტუგალიური "მარიტიმუს" მთავარმა მწვრთნელმა პედრო მარტინსმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

მარტინსი აღნიშნავს, რომ "მარიტიმუს" პლეი ოფის სტადიაზე პატარა შეცდომაც კი შესაძლოა ძვირად დაუჯდეს, რადგან მათი მეტოქე გორის "დილაა".

პორტუგალიური გუნდის თავკაცი მიიჩნევს, რომ მეტოქეს ყურადღებით და პატივისცემით უნდა ეთამაშოს.

"სირთულეები ახლა იწყება და ჯგუფურ ეტაპზე გასვლა იოლი არაა. კარგი იქნება, პირველ შეხვედრაში რომ მოვიგოთ, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, დაპირისპირება 180 წუთისგან შედგება და ამიტომ მთავარია, ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ.

მიზანი კარგად გვაქვს გააზრებული და გვსურს,
ევროპის ლიგაზე ვიასპარეზოთ.

გორის "დილა" ძალიან სახიფათოა გასვლით მატჩებში და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. გორელები სრულიად დამსახურებულად არიან პლეი ოფში. ვერ ვიტყვი, რომ ამ შეხვედრაში ფავორიტები ვართ", - თქვა მარტინსმა.

ასევე იხილეთ:
გორის "დილა" პორტუგალიაშია და "მარიტიმუსთან" მატჩისთვის ემზადება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული