შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი განახორციელებს.
გორელთა გულშემატკივარს ვერ გაახარებს კლუბის პრესსამსახურის ცნობა: "დილა" შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება და პლეი ოფის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში ორივე ცენტრალურ თავდამსხმელს მოისაკლისებს.
ირაკლი მოდებაძე ტრავმირებულია, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მათე ვაწაძე კი პორტუგალიელებთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
მათ გარდა, ტრავმის გამო ამ მატჩს გამოტოვებენ კახა ალადაშვილი, გულვერდ
სამაგიეროდ, დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა გოგიტა გოგუა. "დილამ" განაცხადში შეიყვანა ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი, რომელიც ბოლოს ტაშკენტის "პახტაკორში" თამაშობდა.
პორტუგალიაში კი გუნდი შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: სკენდერი, შეყრილაძე;
მცველები: შაშიაშვილი, სალუქვაძე, ონიანი, კვირკველია, ჯიშკარიანი;
ნახევარმცველები: ბეჭვაია, გვალია, კაციტაძე, გრიგალაშვილი, გოგუა, ილურიძე, კლიმიაშვილი, კაშია;
თავდამსხმელები: ახალკაცი, გურული, კახელიშვილი.
SPORTALL პროგნოზი 1:1
სერიოზული დანაკლისით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ შალამბერიძე: დადებითი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ
გიორგი ონიანი: შევეცდებით, უპირატესობა გასვლით მატჩში შევიქმნათ
გიგა ბეჭვაია: ამ ისტორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დავზოგავთ
გიორგი კახელიშვილი: გვინდა, ქართველი ხალხი გავახაროთ
"მარიტიმუს" მთავარი მწვრთნელი: გორის "დილასთან" მატჩში ფავორიტები არ ვართ