გორის "დილა" "მარიტიმუსთან" 0:2 დამარცხდა

AutoSharing Option
30 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი გაიმართა, სადაც გორის "დილა" პორტუგალიის "მარიტიმუსთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში 42-ე წუთზე ელდონმა გახსნა და პორტუგალიელები დააწინაურა.

მანამდე გორელებს გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ. 32-ე წუთზე ვაწაძის დარტყმული ხარიხასაც მოხვდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში გოლების გატანა გორელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ, თუმცა პორტუგალიელთა მეკარე სასწაულებს ახდენდა და ვაწაძის ორიოდ მეტრიდან დარტყმული ბურთიც კი მოიგერია.

მატჩის მიწურულს გორის "დილა" მთელი გუნდით შეტევაში წავიდა, რითაც ისარგებლა დანილო დიასმა და
"მარიტიმუს" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

საბოლოოდ "მარიტიმუმ" საქართველოს თასის მფლობელი ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის ოცნება ოცნებადვე დაუტოვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ცოტა ობიექტურად წერეთ რა ! პირველ რიგში ცარიელ კარებში გატანა უნდა ისწავლონ ქართველმა ფეხბურთელებმა მერე ერთგვაროვან იერიშები მუდმივად ცოტა რაღაც გამოგონების ნიჭი არ ჰქონდათ და მთავარი ღირსების გრძნობა ბოლო15 წუთი დალასლასებდნენ და მარტმიუს კლასი კი არა უკლასობა უფრო ეტყობოდა თორემ მაღალი კლასის გუნდი ამ ვიტომ გუნდს 10 კაცითაც კი მინიმუმ კიდევ 4 ბურთს გაუტანდა ! ეხლა იტყვით ანორთოისის ხომ მოვუგეთო მაგრამ ანორთოსისი ზედმეტმა თავდაჯერებულობამ დაღუპა თორემ ასიდან ას შეხვედრას მოუგებს გორის დილას, ხოლ ო მარტიმუს ნებისმიერი სომხური და აზერბაიჯანული გუნდია ამოტენიდა ჩვენ კი უკანუკან მივდივართ მაგრამ მაინც ვბლატაობთ უაზროდ

beqa
22:13 30-08-2012
0
რაც დრო გადის უფრო და უფრო ვრწმუნდები რამდენად არასერიოზული ხალხი არიან ფეხბურთის გასუქებიტ დაკავებული ადამიანები. აგერ ორი მაგალიტი:
1. გორის "დილა"-ს გასვლიტ მათცუს ვუკურე 1-ლ არხზე და კომენტატორმა რამდენჯერმა იხმარა სიტკვა მოწინააგმდეგის ფეხბურტელზე "არაფერი" არ იყოო მის წინა კლუბში. ამისტანა კომენტატორს რომ გააცერებს არხი - ის სერიოზული არხი არ არის;
2. საქარტველოს ფეხბურტელებზე სტატიები მარტო უცხოური ლიგის "ჟ" ლიგებში რომ ტამაშობენ (და იქ დიდად რომ გამოირჩევიან ძირითადი მასისგან) არის. ამისე მერე პრეტენზიულ სტატიას რომ წაიკიტხავ რომ ჩჰვენ ამაზე-ტუ-იმაზე მეტი ვარტ - სასაცილოა.

0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული