მატჩში ანგარიში 42-ე წუთზე ელდონმა გახსნა და პორტუგალიელები დააწინაურა.
მანამდე გორელებს გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ. 32-ე წუთზე ვაწაძის დარტყმული ხარიხასაც მოხვდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გოლების გატანა გორელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ, თუმცა პორტუგალიელთა მეკარე სასწაულებს ახდენდა და ვაწაძის ორიოდ მეტრიდან დარტყმული ბურთიც კი მოიგერია.
მატჩის მიწურულს გორის "დილა" მთელი გუნდით შეტევაში წავიდა, რითაც ისარგებლა დანილო დიასმა და
საბოლოოდ "მარიტიმუმ" საქართველოს თასის მფლობელი ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის ოცნება ოცნებადვე დაუტოვა.