თუმცა მათეს რუსეთში დაბრუნების დიდი სურვილი არ აქვს. თანაც, გერმანული "ვოლფსბურგი" და დანიური "ორჰუსი" დაინტერესდნენ.
მისი ტრანსფერი დიდწილად "მარიტიმუსთან" 30 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ მათეს თავი არ დაუზოგავს, "მიხეილ მესხზე" იღბალმა აშკარად ზურგი აქცია.
ვერ გეტყვით, იმყოფებოდნენ თუ არა "მიხეილ მესხზე" გერმანელთა წარმომადგენლები,
"ამ ეტაპამდე გორის დილას" გასვლა დიდი სიურპრიზი იყო. რაც შეეხება ვაწაძეს, ჯერ ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა ჩვენს კლუბში", - ძალიან ზოგადად მოგვიგო ნილსენმა.
მისმა თანმხლებმა მენეჯერებმა კი გვითხრეს, რომ "ორჰუსის" სპორტული დირექტორი კონტრაქტის გაფორმებამდე ლაპარაკს ერიდება, საკითხი კი წყდება.
ვნახოთ, მალე ყველაფერი გაირკვევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]
მათე ვაწაძის მოლაპარაკება "ალანიაში" გადასვლის თაობაზე მალე დასრულდება
ექსკლუზივი - ვალერი გაზაევი: მათე ვაწაძეზე დასაკვირვებლად ჩამოვედი