"ზესტაფონში" ბრაზილიელი ფორვარდი ისინჯება

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში გასინჯვაზე 23 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ალან ლეანდრო და სილვა პინეირო იმყოფება.

ბრაზილიელს კარიერის მანძილზე საკუთარი ქვეყნის სხვადასხვა კლუბში უასპარეზია.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონი" ნიგერიელმა თავდამსხმელმა აბაიომი ოვონიკოკომ დატოვა - მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურში "ზესტაფონი" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს. მატჩი 2 სექტემბერს 19:00 სთ-ზე დაიწყება.

მომზადებულია fczestafoni.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული