მათე ვაწაძე დანიურ "ორჰუსთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
"ლელო" წერდა, რომ "დილასა" და "მარიტიმუს" მატჩს დანიური "ორჰუსის" სპორტული დირექტორი ბრაიან სტრინ ნილსენი ესწრებოდა.

დანიელი სტუმარი საგანგებოდ მათე ვაწაძეზე დასაკვირვებლად იყო ჩამოსული.

და აი, 31 აგვისტოს დაზუსტებული ინფორმაცია შევიტყვეთ: გადაწყვეტილი ამბავია, რომ მათე ვაწაძე გორის "დილადან" წავიდა.

მეტიც, 1 სექტემბერს გამთენიისას 24 წლის ფორვარდი დანიაში გაემგზავრა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ორჰუსთან"" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ვაწაძეს ბოლო პერიოდამდე აკვირდებოდნენ ვლადიკავკაზის "ალანია" და გერმანული "ვოლფსბურგი".

პირველი ვარიანტი საკმაოდ რეალური იყო: "ალანიას" პრეზიდენტი ვალერი გაზაევი თბილისში ორჯერ ჩამოვიდა, მაგრამ
ვაწაძეს
რუსეთში დაბრუნება არ სურდა. ანუ, რუსეთში სოლიდურ ანაზღაურებას უფრო საფეხბურთო გარემოს მქონე დანიაში თამაში და ევროპული პერსპექტივა ამჯობინა.

მათე ვაწაძე სამი წლით ორჰუსში! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მათე ვაწაძე დანიური "ორჰუსის" სამიზნეშია
დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]
მათე ვაწაძის მოლაპარაკება "ალანიაში" გადასვლის თაობაზე მალე დასრულდება
ექსკლუზივი - ვალერი გაზაევი: მათე ვაწაძეზე დასაკვირვებლად ჩამოვედი
მკითხველის კომენტარები / 3 /
სიმართლე გითხრათ, არ მემეტება მათე ვაწაძე ორჰუსისათვის - გუნდისათვის, რომელიც გორის დილას ნამდვილად ვერ ჯობია. თუ მიდიოდა დილადან, წასულიყო რომელიმე უკეთეს კლუბში.
Toko
11:16 02-09-2012
0
ჰა დაიწყო დაიშლება ეს გუნდი დიდი დრო არ უწერია ეს არის პოლიტიკური გუნდი. მე ამ გუნდის დაშლა არ მიხარია მაგრამ ფაქტია ასეთია.
megreli
13:39 01-09-2012
0

სიახლეები პოპულარული