გოგიტა გოგუა: გულდასაწყვეტია, რომ გორის "დილას" ხელშეწყობა არ ჰქონდა

AutoSharing Option
პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" წაგებამ ყველას გული დაგვწყვიტა; მატჩის დამთავრების მერე უხასიათოდ იყო გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გოგიტა გოგუაც და ეს გულისტკივილი "ლელოსთან" საუბარში არც დაუმალავს...

- დილაში" კარგი ფეხბურთელების შეკრების მიუხედავად, შეხვედრამ პორტუგალიელთა უპირატესობა გამოაჩინა.
- რა თქმა უნდა, პორტუგალიური ფეხბურთი ჩვენსაზე ბევრად წინ არის და არ მიკვირს, ეს უპირატესობა ჩვენთან შეხვედრაშიც რომ გამოჩნდა.

- თუმცა, ასეთი ქვეყნის გუნდთანაც შეიძლება მოგება. შენი აზრით, "მარიტიმუსთან" წარმატების რეალური შანსი გვქონდა?
- ძალიან კარგად დავიწყეთ და თავიდან უპირატესობა მოვიპოვეთ. მაგრამ პირველ ტაიმში შანსი ხელიდან გავუშვით,
როდესაც რეალური საგოლე შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. დაძაბულ შეხვედრაში ასეთი რამ დაუშვებელი იყო.

არადა, ერთიც რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაში წავიდოდა. შემდეგ გოლი გაგვიტანეს, დაძაბულობა დაგვეტყო და ამან ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

- მერე ხომ "მარიტიმე" მოედანზე 10 კაცით დარჩა?
- უპირატესობა გვქონდა და ვუტევდით კიდეც, მაგრამ საგოლე მომენტები მაინც ვერ გამოვიყენეთ და მგონია, რომ არ გაგვიმართლა.

ჩემი აზრით, იმიტომაც წავაგეთ, რომ 3-4 თვის გუნდისთვის შეუძლებელია ბევრად შეთამაშებულ გუნდთან მოგება, თანაც პორტუგალიური ფეხბურთი ხელწამოსაკრავი არასოდეს ყოფილა. შემთხვევით არაფერი ხდება. მაგრამ "დილა" მართლაც არ არის ცუდი გუნდი და პერსპექტივაც აქვს.

- ისე, შეთამაშება რომ გაკლდათ, მართლაც ჩანდა.
- რა თქმა უნდა, გუნდი ჯერ კარგად შეთამაშებული ვერც იქნებოდა.

ახლა მთავარია ეროვნულ ჩემპიონატში გამოვასწოროთ მდგომარეობა და აქამდე დაკარგული ქულები გავაბათილოთ. თქვენ ყველანი ნახავთ, რომ "დილა" თავის გამოჩენას მოახერხებს.

- სხვათა შორის, გეტყობოდათ კიდეც, რომ ჩემპიონატში გულით ვერ თამაშობდით.
- უფრო სწორედ, ევროთასებზე უკეთ გამოსვლაზე ვფიქრობდით. შეუთამაშებლობა ვახსენე და თავადაც იცით, რომ ტრავმების გამო, ბევრი წამყვანი ფეხბურთელი დაგვაკლდა. ოპტიმალური შემადგენლობით არც გვითამაშია, ბოლო დროს კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ასეთ დროს თითოეულ მოთამაშეს უფრთხილდებიან.

გულდასაწყვეტი იყო, რომ ხელშეწყობა არ იგრძნობოდა. ევროპის ლიგის პლეი ოფში გავედით და სამი დღის წინ ჩემპიონატის შეხვედრა გვათამაშეს.

მანამდეც ხელოვნურ საფარზე ორი მოთამაშე დავგვაკლდა და ესეც ძალიან დაგვეტყო.

კარგად მესმის, რომ ტურის გამოტოვება მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ პლეი ოფში გასულებს ისედაც ბევრი ტრავმირებული გვყავდა და მგონია, რომ ასეთ დროს გამონაკლისის დაშვება შეიძლებოდა და სასურველიც იყო.

ჩვენ ხომ საქართველოს წარმოვიდგენდით და არა მხოლოდ ერთ კლუბს.

- პირადად შენ კლუბში რჩები?
- სხვა რა გზა არის, ჯერ "დილაში" უნდა ვითამაშო.

გოგიტა გოგუა: შემთხვევით არაფერი ხდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გოგიტა გოგუა: მომენტები გვქონდა. უბრალოდ, არ გაგვიმართლა
დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
კობახიდზე არი სული და გული კაცი მთელ გულს დებს თამაში და გამოდის კიდეც შედეგიც მოდის...
bikenti
11:41 02-09-2012
0
ეს დვალიშვილი კიდე კარგი მემგონი განაცხადში ნაკრების არ არი,ვალი ქონდა ქეცბაიას თუ რა იკო 2 წელი გოლი არ გაუტანია
bikenti
11:38 02-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული