ინფორმაციის გადამოწმება გია გურულთან ვცადეთ, ვინც ჟირესის თანაშემწე იყო მაშინ, როცა ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თავკაცობდა.
გია გურულმა ეს ინფორმაცია ვერ დაგვიდასტურა, თუმცა ეს იმას ვერ ამტკიცებს, რომ ჟირესის ვარიანტზე "ზესტაფონი" არ ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების შემდეგ ჟირესი აფრიკაში მუშაობდა - ჯერ გაბონის ნაკრებს თავკაცობდა, მერე კი მალის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"