გუნდიდან წასვლის კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატი საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სანდრო გურულია.
საერთოდაც, ბევრი მიიჩნევსს, რომ გორის "დილა" ხანმოკლე პროექტი იყო და ფეხბურთელებიც მალე სხვადასხვა კლუბებში გადანაწილდებიან.
თუმცა, "დილას" მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე ამ ხმებს უარყოფს:
"ჩვენ ჯერ მხოლოდ ვაწაძემ და გრიგალაშვილმა დაგვტოვეს, სხვები კი კლუბში რჩებიან და სულ მცირე, დეკემბრამდე დაგვეხმარებიან.
შესაძლოა,
ამათ ახლა არზიანიც დაემატა: ზურა მომჯობინდა, "ზუგდიდთან" ითამაშა და ნაკრებშიც გამოიძახეს, მაგრამ იქ ვარჯიშზე ფეხი იტკინა და ჯერ არ ვიცით, მისი ტრავმა რამდენად სერიოზულია.
რაც შეეხება სანდრო გურულს, დეკემბრამდე "დილაში" ითამაშებს, რადგან კონტრაქტი სწორედ ამ დროს უმთავრდება".
გორელთა მთავარ მწვრთნელს ამდენი ტრავმიანი ფეხბურთელი ძალიან ადარდებს, მაგრამ სასიხარულო ამბავიც აქვს: სავარაუდოდ, 15 სექტემბერს "დილა" საკუთარ არენას დაუბრუნდება და "თენგიზ ბურჯანაძის" განახლებულ სტადიონს თბილისის "დინამოსთან" მატჩით გახსნის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილა" მათე ვაწაძის შემდეგ შოთა გრიგალაშვილმაც დატოვა
ითამაშეთ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, იპოვე შენი თავი ფეხბურთში...
http://trophymanager.com/?c=1952546