ეს ამბავი სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან ყიფიანი ფეროელებში ჭიაბრიშვილის ინიციატივით მიიწვიეს.
შეგახსენებთ, ყიფიანმა "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობა ბათუმის "დინამოსთან" საშინაო მატჩში შეასრულა.
ამჟამად გუნდს დუბლშემადგენლობის მწვრთნელი დემურ გიორგობიანი ფიზმომზადების სერბ მწვრთნელ ივან ვუჩეტიჩთან ერთად ამზადებს.
თუმცა დიდი ალბათობით, 15 სექტემბერს, როცა "ზესტაფონი" ფოთის "კოლხეთს" ესტუმრება, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს უკვე ახალი თავკაცი ეყოლება.
ყველაფერი იქეთ მიდის, რომ "ზესტაფონს" უცხოელი სპეციალისტი ჩაიბარებს, ოღონდ ჯერ უცნობია - ვინ.
9 საქტემბერს
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭიაბრიშვილი: ალბათ, ეს იყო ჩემი შეცდომა "ზესტაფონში"...