15 წლის წინათ ამოქმედებული ეს პროგრამა ნაომარ ქვეყნებში მშვიდობის ხელშეწყობას ფეხბურთის გზით ითვალისწინებს. მას სათავე დანიელმა ანდერს ლევინსენმა დაუდო და დანიის, შვედეთის, ნორვეგიის მთავრობებთან ერთად უეფამაც დააფინანსა.
პირველი ნაბიჯები ბალკანეთის ქვეყნებში გადაიდგა, შედეგმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა - საფეხბურთო მოედნებზე ერთმანეთთან ნაომარი სერბების, ხორვატების, ბოსნიელებისა და მაკედონელების ნორჩი თაობები დამეგობრდნენ და ტურნირიც მეგობრულ ატმოსფეროში ტრდებოდა.
ლევინსნემა მალე კავკასიისკენ გამოიხედა. ქართულ
ამან ლევინსენზე ისე იმოქმედა, სამშობლოში დაბრუნებულმა უეფას მისწერა - ძალიან ვცდებოდი, როდესაც ვფიქრობდი, სამყაროს დასალიერში მივდიოდიო...
ლევინსენის ეს სტატია უეფას ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფინალის პროგრამაში გამოქვეყნდა.… საქართველოში პროექტს სათავეში ვალერი ჩოლარია ჩაუდგა და 2003 წლიდან ქართველების უშუალო მონაწილეობით, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ბავშვებმა ბურთი კვლავ ერთად გაგაგორეს.
მეტიც, პროგრამის ფარგლებში, რომელშიც საქართველო წამყვან ქვეყნად ითვლებოდა, ომისგან დაშორებულმა ბევრმა სომეხმა და აზერბაიჯანელმა მწვრთნელმა, ერთმანეთი ისევ ნახა და საქართველოში ბევრი თბილად გასახსენებელი დღე გაატარეს.
ცხადია, ეს პროგრამა მხოლოდ სხვებისთვის არ ტარდებოდა, ჩვენთვისაც სასარგებლო იყო: პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს მარტო საქართველოს საჩუქრად 2 500 საფეხბურთო ბურთს გადასცემდნენ, როცა ბურთების ეს რაოდენობა ერთად აღებულ ყველა სკოლას არ ჰქონდა.
აღარაფერს ვამბობთ 1 500 ქართველი მწვრთნელის უფასო მომზადებასა და შემოსვაზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"