უეფასგან თბილისის "დინამოს" 46 122 ევრო ერგება, "ზესტაფონს" - 79 665

AutoSharing Option
ევროპის კლუბთა ასოციაცია - ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც G 14-ის ბაზაზე შეიქმნა და რომელსაც კარლ-ჰაინც რუმენიგე თავკაცობს.

ამ ორგანიზაციის მუშაობით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა: გაიზარდა უეფას სოლიდარობის თანხა იმ კლუბებისთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის ფინალურ ეტაპზე.

ამ ორგანიზაციის დამსახურებაა, კლუბებიდან ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ფიფა და უეფა რომ აზღვევს. ამ ორგანაზიამ იმდენი ქნა, რომ ფიფა და უეფა კლუბებს იმისთვისაც უხდიან ფულს, რომ მათი ფეხბურთელები ფიფას და უეფას სანაკრებო ტურნირებში თამაშობენ.

თუ ფეხბურთელი ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე
ითამაშებს, შესაბამისად, უეფა და ფიფა კლუბს სოლიდურ თანხას უხდის იმის მიხედვით, თუ რამდენ მატჩს ითამაშებს ეს ფეხბურთელი ნაკრებში.

რაც ეს წესი შემოვიდა, ქართული კლუბებიდან ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არავის უთამაშია, ევროპის 2012 წლის შესარჩევში კი "დინამო თბილისმა" და "ზესტაფონმა" მიაწოდეს ფეხბურთელები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და უეფამაც გამოთვალა, თუ რა თანხა გადაურიცხოს ამ კლუბებს: "დინამოს" 46 122 ევრო შეხვდება, "ზესტაფონს" კი - 79 665.

ამ ქართული კლუბებისთვის ეს თანხა შესაძლოა ბევრს არ ნიშნავდეს, ოღონდაც ფაქტია, რომ ევროპის კლუბთა ასოციაციის მიზანმიმართული მუშაობით ჩვენს კლუბებსაც გაუჩნდათ შემოსავლის დამატებითი წყარო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი მაგრამ დილადანაც ხომ იყო კვირკველია და გურული? გურულმა კი არ ითამაშა მაგრამ კვირკველიამ ორივე თამაში ითამაშა
ნიკკკ
02:39 13-09-2012
0

სიახლეები პოპულარული