თბილისის "დინამო" ევროპული კლუბების ასამბლეაზე

AutoSharing Option
11 სექტემბერს ჟენევაში ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) გენერალური ასამბლეა გაიმართა. "დინამოს" ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ასამბლეაზე მხოლოდ თბილისური კლუბის სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე წარმოადგენდა.

"ლელო" ტყავაძეს დაუკავშირდა და კომენტარი ჩამოართვა:

"გენერალურ ასამბლეაზე ყოველ წელს აქცენტი სხვადასხვა თემაზეა კონცენტრირებული. ამჯერად ბევრ მნიშვნელოვან საკლუბო საკითხზე იყო მსჯელობა.

მაგალითად, ცნობილია, რომ უეფა 2012 წლიდან 2015-მდე კლუბებისთვის ჩასარიცხ თანხებს გაზრდის, მაგრამ რა ოდენობით, სწორედ ამას განვიხილავდით.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო სანაკრებო მატჩებში დაშავებული მოთამაშეების დაზღვევის საკითხი, რაც აქამდე უცნობი პრაქტიკა იყო. ევროპის წამყვან კლუბებს კი საკუთარი
მოთხოვნები გააჩნიათ.

ლაპარაკი კლუბების ლიცენზირებასაც შეეხებოდა. ცნობილი გახდა, რომ უეფამ რამდენიმე კლუბს ლიცენზია შეუჩერა და კუთვნილ თანხას მანამდე არ ჩაურიცხავს, სანამ ლიცენზირებაში არსებულ პრობლემებს არ მოაგვარებენ. ასეთი სულ 8 კლუბია".

ამ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შემდეგ ასამბლეის მონაწილეებმა ტრადიციულ საფეხბურთო ტურნირში ითამაშეს.

ტყავაძის თქმით, ის აღმოსავლეთევროპელებთან მოხვდა - ქართველის, ჩეხების, უკრაინელების, უნგრელებისა და რუმინელების გუნდმა ფიგუს, ბუტრაგენიოსა და სხვა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელების კრებული დაამარცხა და "დინამოს" სპორტული დირექტორი თბილისში გამარჯვებულის ოქროს მედლით დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ბუბა, გილოცავ, გისურვებ მალე თქვენს და ჩვენს საყვარელ გუნდსაც ჩამოეტანოს ევროპიდან მედლებიც და თასებიც
gizog
00:41 14-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული