უტრავმო ფეხბურთელი არ არსებობს, ლორია ძალიან ცუდ დროს დაშავდა. მისმა შემცვლელმა როინ კვასხვაძემ ისეთი ბურთი გაუშვა, რომლის აღება შეუძლებელი იყო, თუმცა ლორია რომ მოედანზე დარჩენილიყო.
ვინ იცის, იქნებ ფრისთვისაც გამოგვეკრა ხელი. ლორია არ იყო მხოლოდ ბურთების მომგერიებელი, მან თავისი თამაშით რწმენა მოუმატა მთელ გუნდს, მისი სიმტკიცე საქართველოს ნაკრებს კონცენტრაციის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
ისე, პედროც კარგად შემოვიდა, ესპანეთს თითქოს
"რეალი", "ბარსელონა"...ლორიას შესაძლო ტრანსფერზე რას აღარ ამბობენ. დიდ გუნდებს ერთი თამაშით არ აჰყავთ ფეხბურთელი, ერთი თამაშით შეიძლება რომ დაინტერესდე.
საერთოდ, ტრანსფერი არ არის იოლად გასაკეთებელი საქმე. ფეხბურთელის აყვანა უნდა სურდეს კლუბს, ამ კლუბის მწვრთნელს, ფეხბურთელსაც უნდა ჰქონდეს ამ კლუბში გადასვლის სურვილი, მისმა კლუბმა ამ საქმიდან სარგებელი უნდა ნახოს, თანხაზე უნდა ევაჭროს მთხოვნელ კლუბს, საქმეში აგენტიც ჩაერევა, მისი ინტერესიც უნდა დაკმაყოფილდეს...
ერთი ისტორია მახსოვს. დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ თბილისის "დინამოში" გამოჩნდა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ახალგაზრდულ ნაკრებშიც დაუძახეს, ევროსარბიელზეც რიგიანად ითამაშა.
მერე ითქვა, ტურინის "იუვენტუსს" სურს ამ ბიჭის აყვანაო. ვერსია არ გამართლდა და ზოგიერთმა დაიჩემა, ფეხბურთელს "იუვენტუსში" გადასვლაში "დინამოს" ხელმძღვანელობამ შეუშალა ხელიო.
საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ "იუვენტუსმა" ვერ მოაბა თავი ტრანსფერს, ვერ გავიდა პირდაპირ ფეხბურთელზე - ამ ვერსიის დაჯერებაც ძალიან ძნელია.
ლორიას შემთხვევაში კი საქმე სხვანაირადაა, ანუ სად გააგრძელებს კარში დგომას, ჯერ ბუნდოვანია. ლორია უკვე კარგად რეკლამირებული ფეხბურთელია და მთხოვნელი აუცილებლად გამოუჩნდება, ეჭვიც არ მეპარება, რომ დაინტერესება მდიდარი კლუბიდან იქნება. ლორიას ფასმა აიწია. დროა, რომ ის საქართველოდან წავიდეს.
ნაკრებმა საქმეს თავი გაართვა - ორ შეხვდერაში ის სამი ქულა აიღო, რომლისაც გვჯეროდა და გვეიმედებოდა.
ამ ნაკრებმა დაგვარწმუნა, რომ დაცვითი თამაშით შედეგის მიღწევა შეუძლია. ახლებურად ისაუბრა თემურ ქეცბაიამ. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ განაცხადა, რა არის სულ კბენა და კრიტიკა, ზოგს ალბათ არ უხარია საქართველოს წარმატრება, სამწუხაროა, რომ დაკვეთით ხდება ეს ყველაფერიო. ქეცბაიამ დააზუსტა, რომ ქოქოლას მასმედიისკენ ამისამართებდა.
ყველაფერს თავის დრო აქვს. ახლა, როცა ბელარუსთან და ესპანეთთან მატჩები უკან არის მოტოვებული, უფრო კარგად შეგვიძლია დავფიქრდეთ ქეცბაიას ამ განცხადებებზე.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ახლა არ იმყოფება საქართველოში და როცა დაბრუნდება, ალბათ მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა: თუ კონკრეტულად რომელი ჟურნალისტი მიაჩნია დაკვეთების შემსრულებლად და ვინ არის დამკვეთი, ვის არ უხარია საქართველოს წარმატება.
ისიც საინტერესოა, ვინ ურჩია ქეცბაიას ასეთების ლაპარაკი პრესკონფერენციაზე. მოვა დრო და ჟურნალისტებთან ნათქვამ თითოეულ სიტყვას ჩვენთანაც ფასი დაედება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"