გორის "დილა" ბრაზილიელ ბომბარდირს იმატებს?

AutoSharing Option
ინტერნეტპორტალი "სოკერვეი" მოთამაშის ამა თუ იმ კლუბში გადასვლას ზედმიწევნით ზუსტად აფიქსირებს. იგივეს ვიტყვით არანაკლებ ცნობილ გერმანულ ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტზე".

ჩვენდა მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ ამ ორივე ვებგვერდზე გორის "დილას" მოთამაშედ გამოაცხადეს 2011 წლის ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნათან ჟუნიორი, სწორედ ის, ვინც შარშან მეგოლეთა დავაში "დაუგავას" ქართველ თავდამსხმელ მამუკა ღონღაძეს ერთი გოლით გაასწრო.

რიგის "სკონტოს" და ლატვიის ჩემპიონატის 24 წლის ბრაზილიელი ბომბარდირი ნათან სოარეს დე კარვალიო ჟუნიორი ზაფხულში ავსტრიულ "კაპფენბერგში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, რისთვისაც კომპენსაციის სახით ლატვიელებმა 40 ათასი ევრო მიიღეს.

ბრაზილიელის "დილაში" გადასვლას ჯერ კლუბში არ ადასტურებენ, თუმცა მოლაპარაკება რომ სერიოზულად მიმდინარეობს და ბრაზილიელი ლეგიონერის გორულ კლუბში ჩარიცხვა რეალურია, ჩვენს მიერ მოპოვებული ფაქტები მეტყველებს: ნათან ჟუნიორი საქართველოში 16 სექტემბერს ჩამოფრინდა და ბოლო ტურში "დილასა" და რუსთავის "მეტალურგის" მატჩსაც დაესწრო, მაგრამ გუნდთან ჯერ არ უვარჯიშია.

ტრანსფერის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მის აგენტს, რომელსაც საქართველოში უახლოეს დღეებში ელიან.

ნათან ჟუნიორი იყო ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების წევრი - ჩააატარა 3 შეხვედრა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. თამაშობდა "ბოტაფოგოს" (2005), "ფლამენგოსა" (2005) და "ანორთოსისის" (2005-2007) ახალგაზრდულ გუნდებში.

2007 წლიდან რიგის "სკონტოში" ირიცხება, სადაც 2011 წლამდე ჩატარებულ 72 მატჩში 45 გოლი მიითვალა. 2008 წელს რიგელებმა საკუთარ ფარმ-კლუბ "ოლიმპსში" ნახევარი წლით გაანათხოვრეს, 2012 წლის იანვარში კი "კაპფენბერგში" ჩაირიცა - 13 მატჩი, 1 გოლი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაიმატოს თორე მაგასაც არ დაუმატოს დისპეჩერმა
ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს
12:59 28-09-2012
0
კარგია თუ ეს ფეხბურთელი დაიმატეს. თან ახალგაზრდაა, სხვატაშორის ჩვენ ჩემპიონატში ლეგიონერთა სიმცირეა, თითო გუნდს 3 ლეგიონერი არ აწყენდა(დინამოზე არაა საუბარი).
riberi
14:27 28-09-2012
0

სიახლეები პოპულარული