რუსთავის "მეტალურგს" ვერცხლის მედლები გადაეცა

AutoSharing Option
წინა სეზონში ჩემპიონის გამოვლენას ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის ჩატარება რომ დასჭირდა, ალბათ, გახსოვთ.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, ჩემპიონი "ზესტაფონი" გახდა, რუსთავის "მეტალურგს" კი მეორე ადგილი არგუნეს.

გასულ უქმეებზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე რუსთავში ჩავიდა და "ფოლადის" სტადიონზე ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა "მეტალურგი".

რუსთავური გუნდი მხოლოდ მედლებისთვის არ გასულა მოედანზე, თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ამხანაგურად გაეჯიბრა და 0:1 დამარცხდა. გოლი შეცვლაზე შესულმა გიგა ჯუღელმა გაიტანა.

გუნდების სასტარტო შემადგენლობა კი ასეთი იყო:

"მეტალურგი": ბათიაშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, ინწკირველი, სუხიაშვილი, ქავთარაძე, ხიდეშელი, დობროვოლსკი, თექთურმანიძე, გ. მიქაბერიძე,
სიხარულიძე.

"ვიტ ჯორჯია": დაუშვილი, ხურცილავა, ადამაძე, გეთიაშვილი, გოგიაშვილი, ჯავაშვილი, ვასაძე, გურეშიძე, ღიბრაძე, გაბრიჭიძე, ჩიმაკაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული