აღმასკომის გადაწყვეტილებით, ჩემპიონი "ზესტაფონი" გახდა, რუსთავის "მეტალურგს" კი მეორე ადგილი არგუნეს.
გასულ უქმეებზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე რუსთავში ჩავიდა და "ფოლადის" სტადიონზე ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა "მეტალურგი".
რუსთავური გუნდი მხოლოდ მედლებისთვის არ გასულა მოედანზე, თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ამხანაგურად გაეჯიბრა და 0:1 დამარცხდა. გოლი შეცვლაზე შესულმა გიგა ჯუღელმა გაიტანა.
გუნდების სასტარტო შემადგენლობა კი ასეთი იყო:
"მეტალურგი": ბათიაშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, ინწკირველი, სუხიაშვილი, ქავთარაძე, ხიდეშელი, დობროვოლსკი, თექთურმანიძე, გ. მიქაბერიძე,
"ვიტ ჯორჯია": დაუშვილი, ხურცილავა, ადამაძე, გეთიაშვილი, გოგიაშვილი, ჯავაშვილი, ვასაძე, გურეშიძე, ღიბრაძე, გაბრიჭიძე, ჩიმაკაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"