საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" განცხადება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" მიმართ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ კლუბის ამჟამინდელ და წინამორბედ მესაკუთრეებს შორის არავითარი სადავო საკითხი არ არსებობს და მათ შორის გარიგება მოხდა 2011 წელს კანონმდებლობის სრული დაცვით.

რაც შეეხება განცხადებაში აღნიშნულ პერიოდს, მოგახსენებთ, რომ დღევანდელ მესაკუთრეს იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და შესაბამისად, გაუგებარია გამოთქმული პრეტენზიები და მოთხოვნები მის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ყველას აქვს კანონით მინიჭებული უფლება, მიმართოს სასამართლოს.

ს.კ. "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია გაკვირვებას გამოხატავს მერაბ ჟორდანიას მიერ გავრცელებული განცხადებით.

მერაბ
ჟორდანია ცოტა ხნის წინ სტუმრობდა "დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზას და რომან ფიფიასთან მაშინდელ და შემდგომ შეხვედრებშიც მსგავსი თემა არ წამოჭრილა.

fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
მილეთი მერაბ ჟორდანიას მოლოდინში
მერაბ ჟორდანია თბილისში ჩამოდის, რათა შვიდწლიანი დუმილი დაარღვიოს

კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?
ევროკომისია, გაზპრომი, პუტინი.... რუსებმა ამ კომპოტში მერაბ ჟორდანიაც ახსენეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული