გადაწყვეტილია: ბოტი გოა დემელი "ზესტაფონში" ჩაირიცხება

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ "ზესტაფონმა" კონტრაქტი სერბ ნახევარმცველ იგორ იელიჩთან გააფორმა. იგი უკვე მეორე ლეგიონერია, რომელიც მიმდინარე სეზონში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ფეხბურთელი გახდა.

თუმცა ფეროელები ამაზე შეჩერებას არ გეგმავენ და სავარაუდოდ, მათი ლეგიონერების რიცხვი კიდევ გაიზრდება.

როგორც "ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ გვაცნობა, გუნდის შემადგენლობაში ვარჯიშს განაგრძობენ რუსი დმიტრი ვასილიევი და კოტდივუარელი ბოტი გოა დემელი.

ვასილიევს ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა და ვარჯიში ახლაღა განაახლა. მისი საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

რაც შეეხება ბოტი გოა დემელს, როგორც შევიტყვეთ, მისი "ზესტაფონში" ჩარიცხვა, ფაქტობრივად,
გადაწყვეტილი ყოფილა.

წესით, ამის თაობაზე კლუბმა უახლოეს დღეებში ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს.

ბოტი გოა 23 წლისაა და ისეთი კლუბების წევრი ყოფილა, როგორებიც ფრანგული "კრეტეი", პორტუგალიური "ბენფიკა", ნორვეგიული "რუსენბორგი" და სომხური "მიკა" არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონს" კოტდივუარელი თავდამსხმელი გააძლიერებს?
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტორპედოს ვეთანხმები რომ თავისი რესურსით უნდა ბევრის მიღწევა მარა1-2 ლეგიონერი არ აწყენდა ოღონდ კარგი
goooaaaaaaal
12:23 27-10-2012
0
ეგრე რაა... ქართული გუნდების მესვეურებიც სწავლობენ მგონი ჭკუას და სწორად მუშაობას, ჩამოიყვანეთ, ათამაშეთ, გაძლიერდით... დინამო სწორ გზაზეა, ზესტაფონიც ჩანს ამ გზაზე დგება, დილაშიც ჩანს ნიშნები...
Walkabout
18:00 26-10-2012
0

სიახლეები პოპულარული