სიაში, სადაც მსოფლიოს 400-ზე მეტი კლუბია შეყვანილი, საქართველოს ოთხი წარმომადგენელია, რომელთაგანაც საუკეთესო პოზიცია გორის "დილას" უკავია.
საქართველოს თასის მფლობელი წინა რეიტინგში 186-ე იყო, ახლა კი 154-ე საფეხურზეა.
შემდეგ მოდის "მეტალურგი". რუსთავული კლუბი ერთი თვის წინ 248-ე იყო, ახლა კი 288-ეა; დაქვეითდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონიც", რომელიც 286-ედან 303-ე ადგილზე დაეშვა; ქუთაისის "ტორპედო", რომელიც გასულ თვეში 397-ე იყო, ახლა 417-ეა.
რეიტინგს კვლავ "ბარსელონა" ლიდერობს, საუკეთესო ათეულში კი ოთხი ესპანური კლუბია.
1. ბარსელონა (ესპანეთი)
2. ატლეტიკო (ესპანეთი)
3. უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე)
4. ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
5. რეალი (ესპანეთი)
6. ჩელსი (ინგლისი)
7. ბაიერნი (გერმანია)
8. კორინთიანსი (ბრაზილია)
9. ბილბაო (ესპანეთი)
10. ტვენტე (ჰოლანდია)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილას" ექს-მეპატრონის სკანდალური განცხადება: გუნდი ძალით წამართვეს!