ანდრეს კარასკო: "მალაგას" აკადემიაში გიორგი არაბიძეზე მსჯელობენ

AutoSharing Option
სურათზე: გიორგი არაბიძე "მალაგას" ოფისში

"ლელო" წერდა, რომ თბილისის "ლოკომოტივის" ასაკობრივი გუნდის 14 წლის ნახევარმცველი გიორგი არაბიძე ესპანეთში, "მალაგას" ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა (იხილეთ: ესპანურ "მალაგაში" 14 წლის ქართველი ტალანტი ვარჯიშობს).

2012 წლის დასაწყისში ანდრეს კარასკომ გიორგი არაბიძე თბილისის "დინამოს" აკადემიაში გადაიყვანა. მართალია, მალე "ლოკომოტივს" დაუბრუნდა, მაგრამ ამის მიუხედავად, კარასკო შეპირდა, რომ ესპანეთში წაიყვანდა და სიტყვა შეასრულა. თუმცა საამისოდ, საკმაოდ დიდი ხნის ლოდინი დასჭირდა.

სხვათა შორის, არაბიძის სავიზო საკითხების მოგვარება მხოლოდ ბოლო ცდაზე მოხერხდა და გიორგიმ "მალაგაში" ერთი კვირა ივარჯიშა.

* * *

"გიორგის მეორე დღეს ვარჯიშზე ნატკენ ადგილზე ფეხი ჩაარტყეს და ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. მეორე დღეს ნატკენი ფეხით ერთი წლით უფროსების, 1997-წლიანების გუნდში მაინც ითამაშა.

პირველ ტაიმში თავის ადგილზე, მარჯვენა თავდამსხმელად დააყენეს და საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი: მეკარეს ორჯერ სახიფათოდ დაურტყა. მეორე ტაიმში ჯერ შუაში შეწიეს, მერე მარცხენა ფლანგზე და თამაშიც რამდენჯერმე გაამწვავა. მერე ორი დღე ტრავმის გამო დაისვენა.

გუშინ ისევ ნატკენი ფეხით ივარჯიშა და აკადემიის დირექტორმა ნახა, რომელიც მანამდე ესპანეთში არ იმყოფებოდა - გადაწყვეტილებაც მას უნდა მიეღო. ტრავმა ვარჯიშზე კიდევ უფრო გაუმიზეზდა. ამის მიუხედავად, ორმხრივ შეხვედრაში თავი მაინც გამოიჩინა.

აკადემიის დირექტორმა გვითხრა, გიორგის დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ახლა გამიჭირდებაო.

"მალაგას" 16-წლამდელთა გუნდი დეკემბერში თბილისში "ფოლკსვაგენის თასზე" ითამაშებს. ესპანელები გიორგის ამ ტურნირზე დაიმატებენ და საბოლოოდ შეაფასებენ, ან იანვარში კიდევ ერთხელ შეხედავენ.

მანამდე კი ფეხი უნდა მოირჩინოს. 24 ნოემბერს "მალაგა"-"ვალენსიას" შეხვედრას დავესწარით და უკან ვბრუნდებით",
- გვითხრა არაბიძის მენეჯერმა ბესო აბაშიძემ.

* * *
"არაბიძე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ორი დღე ტრავმის გამო გაუცდა. ახლა აკადემიის ხელმძღვანელები მასზე მსჯელობენ, ყველა ვარიანტი განიხილება და საკითხი მალე გადაწყდება", - ამბობს "მალაგას" კოორდინატორი და 16-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკო.

* * *
სხვათა შორის, "მალაგაში" "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი ნიკა კევლიშვილი ვარჯიშობდა, რომელიც 1997 წელს არის დაბადებული.

ისევე, როგორც არაბიძეს, სტაჟირებისა და დაკვირვების ვადა მასაც დაუსრულდა, მაგრამ ის ესპანეთში დარჩა და ახლა, შესაძლოა, ერთ-ერთ მადრიდულ კლუბში დააკვირდნენ.

არაბიძე კი სტაჟირებაზე მეოთხე კლუბში იმყოფებოდა: 11 წლისა "ბარსელონას" სკოლაში ორი კვირით მიიწვიეს, წლეულს კი - გერმანულ "ჰოფენჰაიმსა" და დანიურ "ორჰუსშიც" ივარჯიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლექსო თოფურია: ჩვენთვის მთავარი ფეხბურთელების გაზრდაა
ანდრეს კარასკო: საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდები
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკვე მალაგამ
აიკვანა საბუტებს უკეტებენ მალადეც ცმაო მაგარია 14 ცლიც ბავსჰვი მალაგასჰი გუმარჯოს გმერტმა ცარმატებები
lulu
18:15 30-01-2013
0
მაგარი ბავსჰვია ასეტი ბავსჰვი ამ ასაკსჰი მტელ საქარტველოსჰი არარი და გმერტმა გაუმარჯოს ცარმატებებს უსურვებ დიდი ფეხბურტელი ეკოლება საქარტველოს. უკვე კავს
juna
15:07 28-01-2013
0

სიახლეები პოპულარული