შეგახსენებთ, ეს რეიტინგი ყოველთვიურად დგება და მასში ფიფა-ს წევრ ყველა კონფედერაციაში შემავალი 500-მდე კლუბი ხვდება.
რეიტინგში საქართველოს ამჯერად სამი წარმომადგენელი ჰყავს, რომელთაგანაც საუკეთესო პოზიცია გორის "დილას" უკავია.
გიორგი დარასელიას გუნდი წინა თვეში 154-ე პოზიციაზე იყო, ახლა კი 149-ემდე აღზევდა;
312-ე ადგილზეა რუსთავის "მეტალურგი", რომელიც წინა რეიტინგში 288-ე იყო; საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" კი 303-ედან 335-ე საფეხურზე დაქვეითდა.
რეიტინგში ჯერჯერობით არ ფიგურირებს საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი "დინამო", რისი მიზეზიც ის არის,
საუკეთესო ათეულში ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი, ესპანეთს ჰყავს, ლიდერობას კი დიდი ხანია, "ბარსელონა" არავის უთმობს.
ზეათეული ასე გამოიყურება:
1. ბარსელონა (ესპანეთი)
2. ატლეტიკო (ესპანეთი)
3. ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
4. ჩელსი (ინგლისი)
5. ბაიერნი (გერმანია)
6. უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე)
7. რეალი (ესპანეთი)
8. კორინთიანსი (ბრაზილია)
9. ბილბაო (ესპანეთი)
10. ლიონი (საფრანგეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"