"გლა­დი­ა­ტო­რე­ბი": ფე­დე­რა­ცი­ის ჯა­რი­მე­ბი ვერ შეგ­ვა­ში­ნებს

AutoSharing Option
ბო­ლო დროს თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა კლუ­ბი "გლა­დი­ა­ტო­რე­ბი" საკ­მა­ოდ გაძ­ლი­ერ­და. თბი­ლი­სელ­თა ფა­ნე­ბის ხმა უფ­რო და უფ­რო ომა­ხი­ა­ნად ის­მის "დი­ნა­მო-არე­ნა­ზეც" და გუნ­დის გას­ვ­ლით შეხ­ვედ­რებ­ზეც.

სა­სი­ა­მოვ­ნო იყო სტა­დი­ონ­ზე მათ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფა­ერ-შო­უს ხილ­ვა, რაც მი­ძი­ნე­ბულ ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატს აცოცხ­ლებს და ალა­მა­ზებს. მე­ტიც, გვრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ არა ფა­ნე­ბი, სტა­დი­ო­ნი მი­ტო­ვე­ბულ სა­საფ­ლა­ოს და­ემ­ს­გავ­სე­ბო­და.

მაგ­რამ ამ შო­უს გა­მო "დი­ნა­მოს" ფა­ნებს ჯი­ბე­ე­ბი და­უ­ცა­რი­ელ­დათ.

"გვი­ხა­რია, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არის ხალ­ხი, ვი­საც არ უნ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი პა­ნაშ­ვიდს ჰგავ­დეს. მად­ლო­ბა და­ვით მი­ნაშ­ვილს და ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თ­ვის ხაზს
უს­ვა­მენ, რომ "გლა­დი­ა­ტო­რე­ბი" ფა­ერ-შო­უ­თი არა­ფერ ცუდს არ ჩავ­დი­ვართ.

Sportall.Geსულ ვცდი­ლობთ, თა­მა­შე­ბი გა­ვა­ლა­მა­ზოთ და სი­ახ­ლე­ე­ბი დავ­ნერ­გოთ, ხან რას ვი­გო­ნებთ და ხან რას. პი­რო­ტექ­ნი­კას თა­ვი რომ და­ვა­ნე­ბოთ, ბუშ­ტე­ბის, ჩე­კის ქა­ღალ­დე­ბის, ლურჯ-თეთ­რი ფურ­ც­ლე­ბის სრო­ლა და­ვიწყეთ, დრო­შებ­სა და ბა­ნე­რე­ბის გად­მო­ფე­ნა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. შარ­ფე­ბის ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გა­ვა­კე­თეთ, ნა­წი­ლიც - რუ­სეთ­ში.

მაგ­რამ გა­უ­გე­ბა­რია ფე­დე­რა­ცი­ის პო­ზი­ცია: მეს­მის, რომ პი­რო­ტექ­ნი­კა ევ­რო­პა­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლია, მაგ­რამ ჯა­რი­მე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­მა­შებ­ზე მო­დის, ში­და ჩემ­პი­ო­ნატს ფე­დე­რა­ცია კუ­რი­რებს და მი­სი პრე­რო­გა­ტი­ვაა, ჯა­რი­მას და­წერს თუ არა.

ბევრ პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში ამა­ზე თვალს ხუ­ჭა­ვენ, რად­გან მატ­ჩებს უეფას კო­მი­სა­რი არ ეს­წ­რე­ბა და მო­წა­დი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი ასე მა­ინც გა­ა­ლა­მა­ზონ. მა­გა­ლი­თად, მსგავს საქ­ცი­ელს არ სჯი­ან ლიტ­ვა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში. გერ­მა­ნი­ა­სა და ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში პი­რო­ტექ­ნი­კის დაშ­ვე­ბის სა­კითხი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ. და თუ ვინ­მე ჩვენს ფეხ­ბურთს ტრი­ბუ­ნე­ბი­დან მა­ინც გა­ა­ცოცხ­ლებს, წა­მოწყე­ბას ხელს თუ არ შე­უწყო­ბენ, ჩა­ნა­სახ­ში­ვე არ ჩაკ­ლან. ჯერ ერ­თი, ამას უეფა ვერ გა­ი­გებს და თუ ფანმოძ­რა­ო­ბე­ბი ფა­ერ-შო­უ­თი ტრი­ბუ­ნა­ზე ქა­ო­სის და არე­უ­ლო­ბის შე­ტა­ნას არ ცდი­ლო­ბენ, რა არის ამა­ში ცუ­დი?

2 წლის წინ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძ­ლო­ბამ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტ­რო­ლი იყო უკ­რა­ი­ნა-პო­ლო­ნეთ­ში, ახ­ლა კი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­მა­ვალ მას­პინ­ძელ რუ­სეთ­ში, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნებ­შიც იშ­ვი­ა­თად თუ ვინ­მეს სჯიდ­ნენ და მა­ში­ნაც ყვე­ლა ცენ­ტი გა­წე­რი­ლი იყო.

ჩვენ უკ­ვე რამ­დენ­ჯერ­მე დაგ­ვა­ჯა­რი­მეს, მაგ­რამ არ­სად და­წე­რი­ლა, ეს ფუ­ლი რას მოხ­მარ­და. ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბაც ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბის დო­ნის ადეკ
ვა­ტუ­რი უნ­და იყოს. ახ­ლა­ხან, "დი­ლას­თან" მატ­ჩ­ზე ამ შო­უს­თ­ვის 1500 ლა­რის გა­დახ­და დაგ­ვა­კის­რეს. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ჯა­რი­მა დაგ­ვი­წე­სეს შარ­შან "ტორ­პე­დოს­თან" შეხ­ვედ­რის შემ­დე­გაც.

Sportall.Ge"გლა­დი­ა­ტო­რებს" მატ­ჩის გა­ლა­მა­ზე­ბის მე­ტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ამ თა­მა­შის­თ­ვის სა­გან­გე­ბოდ თურ­ქეთ­ში შე­ვი­ძი­ნეთ პი­რო­ტექნი­კა. მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან მი­ვი­ღეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რომ "დი­ლას­თან" ულა­მა­ზე­სი შოუ დავ­დ­გით, სარ­ბენ ბი­ლიკ­ზე კი არც ერ­თი ფა­ე­რი არ გა­და­ვარ­დ­ნი­ლა. თა­ვად ფე­დე­რა­ცი­ის მოღ­ვა­წე­ო­ბამ მო­იყ­ვა­ნოს ხალ­ხი ტრი­ბუ­ნა­ზე და მე­რე ებ­რ­ძო­ლოს ფა­ერ-შო­უს.

თუ ჯა­რი­მის და­წე­რა უნ­დათ, სიმ­ბო­ლუ­რი თან­ხა გა­მო­ი­ტა­ნონ. მაგ­რამ აქ სხვა რა­მე­ზეა სა­უ­ბა­რი - ფე­დე­რა­ცია ასეთ პო­ზი­ცი­ა­ში არ უნ­და იყოს. იმ "ხლა­პუშ­კებ­ზეც" გვა­ჯა­რი­მე­ბენ, რაც არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლი არ არის, რად­გან მა­ღა­ზი­ებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყი­დე­ბა. ჩვენ თვით­ნა­კე­თი ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია.

მაგ­რამ "დი­ნა­მოს" თა­მა­შე­ბის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად მო­მა­ვალ­შიც იგი­ვეს ვა­პი­რებთ, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დით. ფე­დე­რა­ცი­ის ჯა­რი­მე­ბი ხელს ვერ შეგ­ვიშ­ლის",
- გვითხ­რა "გლა­დი­ა­ტო­რე­ბის" ლი­დერ­მა რო­ლანდ გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი მართლები არიან...

სხვათა შორის ეს ხალხი ქართულ ფეხბურთს აცოცხლებენ და შეეშვან რა.ჯერ მართლა თვითონ მოიზიდონ ხალხი სტადიონზე და მერე ებრძოლონ.თუმცა ნამდვილ ფანებთან ბრძოლა არ გამოუვათ...
0
მე ერთს გირჩევთ გლადიატორებო თუ კიდევ დაგაჯარიმებენ ადექით და ევრო ტურნირებზე გაუშვით ბევრი პიროტექნიკა და მაშინ უკვე ფედერაციას მოსთხოვენ პასუხს ჰოდა გააკეთონ არჩევანი უეფასგან ჯარიმა თუ თქვენი დაჯარიმება შიდა ჩემპიონატზე. ასეა რა რაღაც ეშხია სიცოცხლე და ამასაც კრძალავენ !
NIKKK85
22:02 07-12-2012
0

სიახლეები პოპულარული