გა­ი­მარ­თე­ბა ევ­რო 2020-ის მატ­ჩე­ბი თბი­ლის­ში?

AutoSharing Option
ცნო­ბი­ლია, რომ უეფას აღ­მას­კომ­მა 2013 წლის ფუტ­სა­ლის უეფას თა­სის ოთხ­თა ფი­ნა­ლის ჩა­ტა­რე­ბა თბი­ლის­ში გა­დაწყ­ვი­ტა.

ამ ფაქ­ტ­ზე ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ გა­ნაცხა­და, რომ ოთხ­თა ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბა რე­პე­ტი­ცია 2015 წლის ევ­რო­პის სუ­პერ­თა­სის­თ­ვის, რო­მელ­საც ასე­ვე თბი­ლი­სი უმას­პინ­ძ­ლებს.

ახ­ლა მთა­ვარ­ზე: ზაფხულ­ში, უეფას 60 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა მი­შელ პლა­ტი­ნიმ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­მო­ა­ყე­ნა.

სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რე­ნცი­ა­ზე უეფას გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ჯა­ნი ინ­ფან­ტი­ნომ გა­ამ­ხი­ლა, რომ 2020 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტი არა ერთ რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ ერ­თ­დ­რო­უ­ლად 12-ში გა­ი­მარ­თე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის
ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას კო­მენ­ტა­რი "ლე­ლომ" ჩა­მო­არ­თ­ვა - თა­ვის მხრივ, 2015 წელს თბი­ლის­ში გა­სა­მარ­თავი სუ­პერ­თა­სის მატ­ჩი ევ­რო 2020-ის­თ­ვის გა­მოც­და ხომ არ არის?

"სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან უეფა ევ­რო 2020-ის, ან ევ­რო 2024-ის მას­პინ­ძელ ქა­ლა­ქებს შო­რის თბი­ლი­სის კან­დი­და­ტუ­რა­საც გა­ნი­ხი­ლავს.

უეფას წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფუტ­სალ­ში უეფას ოთხ­თა ფი­ნალ­ზეც გვეს­ტუმ­რე­ბი­ან, თბი­ლის­ში გა­სა­მართი ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის შე­სარ­ჩევ ტურ­ნი­რებ­ზეც და შე­ა­ფა­სე­ბენ, გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი რან­გის შეჯიბრებების სა­მას­პინ­ძ­ლოდ ვართ თუ არა მზად.

სა­კითხის და­დე­ბი­თად გა­დაწყ­ვე­ტის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს ერ­თობ­ლი­ვი, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა, რი­სი დი­დი იმე­დიც მაქვს.

სა­ერ­თოდ კი მე ის ფაქ­ტი მა­ი­მე­დებს, რომ პლა­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, უეფას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის მი­მართ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად წა­ა­ხა­ლი­სონ და ევ­რო­პის სა­ფეხ­ბურ­თო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თონ.

დღეს კი ფეხ­ბურ­თ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. გუ­შინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ უეფა­ში წარ­დ­გე­ნი­ლი 5 პრო­ექ­ტი­დან 3-ზე და­დე­ბით პა­სუხს მი­ვი­ღებ­დით და ორი შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი­სა და ოთხ­თა ფი­ნა­ლის მას­პინ­ძ­ლო­ბის უფ­ლე­ბას მო­ვი­პო­ვებ­დით.

ასევე არ არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, რომ ევ­რო 2020-ის, ან ევ­რო 2024-ის ერთ-ერ­თი მას­პინ­ძე­ლი თბი­ლი­სი გახ­დეს
", - ამ­ბობს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი.

სხვა­თა შო­რის, სა­ა­გენ­ტო AP-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ გა­ამ­ხი­ლა, რომ ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფის სა­მას­პინ­ძ­ლოდ, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თ­ვე­ლო აზერ­ბა­ი­ჯანს, თურ­ქეთს, რუ­სეთს ან ბე­ლა­რუსს შე­უ­ამ­ხა­ნაგ­დეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრო 2020 მთელ ევროპაში! საქართველოშიც?
დავავიწყდით? პლატინიმ ევრო 2020-ის მასპინძლებში თბილისი არ ახსენა
უეფას მოთხოვნები: რა აქვს შესასრულებელი საქართველოს?
უეფა 2015 წლის სუპერთასის მასპინძლობას ჯერ ბაქოს "ეხვეწებოდა"?!
ზვიად სიჭინავა: უეფას სუპერთასი თბილისში - ეს მხოლოდ დასაწყისია!
რევაზ არველაძე: ხომ შეიძლება ევროპის ჩემპიონატი ერთხელ ჩვენთანაც ჩატარდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული