კვირის ათასი წვრილმანი: ლე­გა­ლუ­რი სუბ­ს­ტან­ცია - შე­ღა­ვა­თე­ბი პრე­ზი­დენ­ტებს

AutoSharing Option
სურათზე: თურქეთის პრემიერმა და პრეზიდენტმა თურგუთ ოზალმა 80-იან წლებში თავის ქვეყანაში ეკონომიკის და ფეხბურთის ტრანსფორმაცია მოახერხა, რაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია იმის, თუ რა შეუძლია ხელისუფლების კეთილ ნებას და მიზანმიმართულ, ეფექტურ პოლიტიკას

რა არის რე­ვო­ლუ­ცია? რა არის ოპი­უ­მი ხალ­ხის­თ­ვის?

ამაზე სა­კუ­თა­რი აზ­რი ჰქონ­და რო­გორც ლე­ნინს, ისე ჰე­მინ­გუ­ე­ის. დიდ­მა მწე­რალ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ერთ-ერთ მოთხ­რო­ბა­ში მი­მო­ი­ხი­ლა: მო­თა­მა­შე, მო­ნა­ზო­ნი და რა­დიო. ხოლო ლე­ნინ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე და ოპი­უმ­ზე სად რა ილა­პა­რა­კა და და­წე­რა, ზუს­ტად აღარ მახ­სოვს.

არ ვი­ცი, პა­რა­დოქ­სია თუ არა, მაგ­რამ ლე­ნი­ნი და
ჰე­მინ­გუეი ამ სა­კითხე­ბის მი­მო­ხილ­ვი­სას ერ­თ­მა­ნეთ­თან ახ­ლოს აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. რე­ვო­ლუ­ცია ექ­ს­ტა­ზია, მას და მის მო­ნა­პო­ვარს ყო­ველ­თ­ვის სჭირ­დე­ბა ექ­ს­ტა­ზე­ბი, რომ იარ­სე­ბობს და დროს გა­უძ­ლოს - ასე ეგო­ნათ ლე­ნინ­სა და ჰე­მინ­გუ­ე­ის მოთხ­რო­ბის ერთ-ერთ გმირს.

მათ ჯერ არა­ფე­რი იცოდ­ნენ ექ­ს­ტა­ზის აბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ხარ­ბად ყლა­პა­ვენ დის­კო­თე­კებ­ზე, დიდხანს და მაგ­რად რომ იცეკ­ვონ. ცხა­დია, ჰე­მინ­გუეი და ლე­ნი­ნი სულ სხვა ექ­ს­ტა­ზებს გუ­ლის­ხ­მობ­დ­ნენ.

მაგ­რამ დრო ყო­ველ­თის რო­დია ულ­მო­ბე­ლი ცნო­ბი­ლი ან დი­დი ადა­მი­ანე­ბის ნა­აზ­რევ­თან. პოს­ტ­რე­ვო­ლუ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ჩვენ­თან არ გამ­ქ­რა­ლან ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბი, არა­და, ამ ანაქ­რო­ნიზმს ზო­გა­დად არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ უნ­და ჰქო­ნო­და რე­ვო­ლუ­ცი­ას­თან და რე­ფორ­მებ­თან. მაგ­რამ ფეხ­ბურ­თი სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც უფ­რო ცო­ტაა ექ­ს­ტა­ზი, ვიდ­რე დე­და­ქა­ლაქ­ში ან სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში.

ფეხ­ბურთს ოპი­უ­მის თვი­სე­ბაც უნ­და ჰქონ­დეს. ხაშ­ხა­ში­დან მი­ღე­ბულ არა­ლე­გა­ლურ სუბ­ს­ტან­ცი­ას არ ვგული­სხ­მობ, თუმ­ცა ფეხ­ბურ­თიც ისე­თია, თუ გე­მოს გა­უ­გებ, მის­გან ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბი, მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბი. ასე­თი რა­მე­ე­ბი არ ეშ­ლე­ბათ დიდ თუ პა­ტა­რა დიქ­ტა­ტო­რებს, ამას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მე­ბიც უწე­ვენ ან­გა­რიშს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მათ­თ­ვის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ადა­მი­ა­ნის კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბაა.

რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ მო­რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ჯერ უც­ნო­ბია სა­ბი­უ­ჯე­ტო კლუ­ბე­ბის სა­მო­მავ­ლო სვე-ბე­დი. ფო­თის "კოლ­ხეთ­ში" ხელ­ფა­სე­ბი ვე­ღარ რიგ­დე­ბა, სხვა სა­ბი­უ­ჯე­ტო გუნ­დებ­საც შე­ექ­მ­ნათ პრობ­ლე­მე­ბი, ზოგს და­ფი­ნა­სე­ბა ჯე­რაც უწყ­ვე­ტად აქვს, თუმ­ცა გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რა და რო­გორ ექ­ნე­ბათ რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ.

აღარც ექ­ს­ტა­ზი და აღარც ოპი­უ­მი - უფე­რულ ყო­ფას ჰგავს ეს ყვე­ლა­ფე­რი. თუ ეს არა, მა­შინ რა­ღაც ახა­ლია სა­ჭი­რო, მაგ­რამ რა?

ალ­ბათ ჯო­ბია, რომ ფეხ­ბურ­თით ისევ გა­ერ­თოს ხალ­ხი, ფეხ­ბურ­თით ისევ შე­იქ­მ­ნას იმის გან­ც­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი არ ჩამ­კ­ვ­და­რა და რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

არ იქ­ნე­ბა ფეხ­ბურ­თი და იქ­ნე­ბა ბუნ­ტი -ალ­ბათ ასე კა­ტეგო­რი­უ­ლად არ დად­გე­ბა სა­კითხი, მაგ­რამ შე­ფერ­ხე­ბე­ბი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში სა­სურ­ვე­ლი არა­ვის­თ­ვის არ უნ­და იყოს.

ახ­ლა­ხან "ლე­ლო­ში" გა­მოქ­ვეყ­ნ­და ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" პრე­ზი­დენ­ტის, ლე­ვან ფხა­კა­ძის კონ­ცეფ­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საკ­ლუ­ბო ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით (იხილეთ ვრცლად).

კონ­ცეფ­ცია მო­ი­ცავს ისე­თი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შექ­მ­ნას, რომ­ლი­თაც კერ­ძო სექ­ტო­რის­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი უნ­და გახ­დეს სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის ყო­ლა.

ვფიქ­რობ, ეს არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საკ­ლუ­ბო ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შექ­მ­ნა, ფეხ­ბურ­თ­ში მო­საქ­მე ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თ­ვის სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა მარ­ტი­ვი რა­მე ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ ამის ნე­ბა გაჩ­ნ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი არ უნ­და იყოს.

ეს არა­ერთ მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია და ჩვენ­თან რა­ტომ არ უნ­და გა­ა­მარ­თ­ლოს?

ამ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შექ­მ­ნა იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი მძლავ­რი, ეფე­ქ­ტუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და ფეხ­ბურთს შო­რის. სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ ფეხ­ბურ­თის ფედ­რა­ცი­ის­თ­ვის დო­ტა­ცი­უ­რი თან­ხის გა­ღე­ბა კი მრა­ვალ­ჯე­რა­დი ინექ­ცია ვერ იქ­ნე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ამას ის ეფექ­ტი ვერ მო­აქვს, რომ ფეხ­ბურ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რად გან­ვი­თარ­დეს.

ალ­ბათ დად­გა შე­სა­ფე­რი­სი დრო, რომ ფეხ­ბურ­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად გან­ვი­თარ­დეს. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით, რო­გორც ჩვენ გვინ­და, ისე იქ­ნე­ბა, ჩვენ ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნე­ბი და კარ­გე­ბი ვართ - ვინც ასე წა­იყ­ვა­ნა საქ­მე, იმან კარ­გად ვერ და­ამ­თავ­რა.

ექ­ს­ტა­ზე­ბი კი აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხომ სა­ფეხ­ბურ­თო სა­ღერ­ღე­ლი ისევ აშ­ლი­ლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული