პრობლემა: სარ­ბი­ელ­ზე ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ

AutoSharing Option
წე­სი­თა და რი­გით, კონ­კუ­რენ­ცია ისე­თი რა­მეა, რა­მაც წინ­ს­ვ­ლა უნ­და მო­ი­ტა­ნოს, ოღონ­დაც კონ­კუ­რენ­ცია ჯან­სა­ღი უნ­და იყოს. და­უ­ლა­გე­ბელ-და­უ­ვარ­ცხ­ნელ ქვეყ­ნებ­ში კი სი­ჯან­სა­ღე, ცო­ტა არ იყოს, ძვი­რი სა­ნა­ხა­ვია.

თბი­ლის­ში შვი­დი ისე­თი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლაა, ერ­თ­მა­ნეთს მეტ-ნაკ­ლე­ბად კონ­კუ­რენ­ცი­ას რომ უწე­ვენ: "სა­ბურ­თა­ლო", "ოლიმ­პი", 35-ე სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი, "ნორ­ჩი დი­ნა­მო­ე­ლი", "ავა­ზა", "თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მია" და "ოლიმ­პი­კი".

რა თქმა უნ­და, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბს სხვა სკო­ლე­ბიც, თუმ­ცა ეს შვი­დე­უ­ლი მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია პო­პუ­ლა­რო­ბი­თა თუ პი­რო­ბე­ბით.

ცხა­დია, ამ შვი­დე­უ­ლი­დან ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი პლუს-მი­ნუ­სე­ბი და კონ­კუ­რენ­ცი­ა­საც ეს გა­ნა­პი­რო­ბებს, მაგ­რამ ამით არ მთავ­რ­დე­ბა პა­ექ­რო­ბა - შვი­დე­ულს
უკ­ვე საკ­მა­ოდ ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გა­მოუჩ­ნ­დ­ნენ - ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ სა­ჯა­რო სკო­ლის ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის კონ­კუ­რენ­ტი?

ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ყვე­ლა­ფერს კალ­კუ­ლა­ცია გა­ნა­პი­რო­ბებს. სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის მიყ­ვა­ნა მშო­ბელს სა­შუ­ა­ლოდ თვე­ში 40 ლა­რი უჯ­დე­ბა. ამას ემა­ტე­ბა მგზავ­რო­ბის ხარ­ჯი, იხარ­ჯე­ბა დროც სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში მის­ვ­ლა-მოს­ვ­ლის­თ­ვის. მგზავ­რო­ბაც დამ­ღ­ლე­ლია ჯერ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, იქი­დან კი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში მო­სი­ა­რუ­ლე ბავ­შ­ვის­თ­ვის.

ყო­ვე­ლი­ვე ეს კარ­გად ეს­მის სა­ჯა­რო სკო­ლის ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ეუბ­ნე­ბა მშო­ბელს, რომ თა­ვის დრო­ზე ის ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, უთა­მა­შია ამა და ამ სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის გუნ­დ­ში, ანუ აქვს ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლი­ს დიპ­ლო­მი და კი­დევ სა­ფეხ­ბურ­თო გა­მოც­დი­ლე­ბა და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, თუ სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში გა­და­სა­ხა­დი 40 ლა­რია, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ფეხ­ბურ­თ­ზე ბავ­შ­ვის შეყ­ვა­ნა მშო­ბელს ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი და­უჯ­დე­ბა.

თა­ნაც, ბავშვს მგზავ­რო­ბა აღარ მო­უ­წევს, უამინ­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი მას სა­ფეხ­ბურ­თო გაკ­ვე­თი­ლებს ფიზ­კულ­ტუ­რის დარ­ბაზ­შიც ჩა­უ­ტა­რებს.

სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლაც ვე­ღარ სთა­ვა­ზობს მშო­ბელს უკე­თეს პი­რო­ბებს, რად­გან გა­და­სახ­დე­ლი აქვს არა­ერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი, - წყლის, მი­წის... გა­და­სახ­დე­ლი აქვს ხელ­ფა­სე­ბი თა­ვი­სი სა­შე­მო­სავ­ლო­თი...

ფიზ­კულ­ტუ­რის მა­სწავ­ლე­ბე­ლი კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფერს იხ­დის, მო­ე­და­ნი და დარ­ბა­ზი სკო­ლის არის და სხვა ხარ­ჯიც, ალ­ბათ, არ აწ­ვე­ბა.

სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმა­ზეც ჩი­ვი­ან, რომ სა­ჯა­რო სკო­ლის ფიზ­კულ­ტუ­რის მა­სწავ­ლე­ბელს თვე­ში 1000-1500 ლა­რი გა­მოს­დის ჯა­მა­გი­რი სა­ფეხ­ბურ­თო სექ­ცი­ე­ბი­დან, მა­შინ, რო­ცა სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლე­ბის მწვრთნელ­თა ხელ­ფა­სი ორ­ჯერ და უფ­რო მეტ­ჯერ ნაკ­ლე­ბია.

რო­გორც შე­ვიტყ­ვეთ, სა­ფეხ­ბურ­თო ტურ­ნი­რე­ბი სა­ჯა­რო სკო­ლებს შო­რი­საც იმარ­თე­ბა, ანუ მშო­ბე­ლი იმი­თაც კმა­ყო­ფი­ლია, რომ მი­სი შვი­ლი შე­ჯიბ­რე­ბებ­შია ჩაბ­მუ­ლი და მის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ წას­ვ­ლა შე­უძ­ლია.

მოკ­ლედ, კონ­კუ­რენ­ცია გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია ბავ­შ­ვ­თა ფეხ­ბურ­თის სამ­ყა­რო­შიც.

არა მგო­ნია, რომ ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლებს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის­გან გა­ცე­მუ­ლი C ლი­ცენ­ზია ჰქონ­დეთ და თუ ამა­ზე ჩა­მო­უგ­დებ სიტყ­ვას, პა­სუ­ხიც აქვთ: სად იყო ად­რე ლი­ცენ­ზი­ე­ბი, მაგ­რამ ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მა­ინც მო­დი­ოდ­ნენ, სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო ცოდ­ნას მხო­ლოდ დიპ­ლო­მი არ გა­ნა­პი­რო­ბებ­სო.

რო­გორ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, არა­და, თე­მა ძა­ლი­ან სა­თუ­თია: ბავ­შ­ვე­ბი!

კარ­გად და­ლა­გე­ბულ-და­ვარ­ცხ­ნილ ქვეყ­ნებ­ში ბავ­შ­ვის ფეხ­ბურ­თ­ზე სი­ა­რუ­ლი თით­ქ­მის უფა­სოა - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის აკა­დე­მია ამა­ში ფულს არ იღებს, მუ­ნი­ცი­პა­ლურ სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლებ­ში კი გა­და­სა­ხა­დი ან არ არის, ან კი­დევ სიმ­ბო­ლუ­რია, - და­ახ­ლო­ე­ბით 20 ევ­რო.

ჩვენ­თან არ­სე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს და­რე­გუ­ლი­რე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ალ­ბათ ვერც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას მოს­თხოვ, ვერც სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბებს და ვერც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რებს. აქ უფ­რო კე­თი­ლი ნე­ბაა სა­ჭი­რო ყვე­ლა მხრი­დან.

შე­საძ­ლოა, ზო­გი ფიზ­კულ­ტუ­რის მა­სა­წავ­ლე­ბე­ლი ზო­გი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის ზოგ მწვრთნელს სჯობ­დეს ფეხ­ბურ­თის ცოდ­ნით, ბავ­შ­ვი­სად­მი უკე­თე­სი პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მით, მაგ­რამ მშო­ბე­ლი რომ გა­და­სა­ხა­დის ოდე­ნო­ბის მი­ხედ­ვით იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, ვერ უნ­და იყოს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: სპორტი უფასო უნდა გახდეს
ზურაბ პეტრიაშვილი: ასეთი გადასახადებით ბავშვებს ვერ გავზრდით
ალექსის პაპასტერგიუსი: საქართველოში ბევრია ნიჭიერი, მაგრამ ვერ ვითარდებიან
"კოკა-კოლა" და ფენოვანი - წარბმოღუშულ ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში
ქართული საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა ფულის საჭრელი საამქროა...
ყველაზე ცუდი რამე საქართველოში: ბავშვი სკოლაში ფულს იხდის
გადასახადი მოიტანე? - ჰკითხა მწვრთნელმა ბავშვს
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბოლო წინადადებას შევცვლიდი :)

"მშობელი რომ გადასახადის ოდენობის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, ვერ უნდა იყოს სწორი მიმართულება"

ვერ უნდა იყოს და არც არის, თუმცა გასამართლებელია ისედაც უჭირს ხალხს (უმეტესობას) და კიდევ ამხელა გადასახადები საფეხბურთო სკოლებში...

უფრო ზუსტად, სწორი მიმართულება ის არ არის რომ ამხელა გადასახადებს ითხოვენ საფეხბურთო სკოლები (ეს რა მიზეზით ეგ უკვე სხვა საკითხია) და არა ის, რომ მშობელს სადაც "იაფი უჯდება" იქ მიჰყავს შვილი..
Beqa
13:05 13-12-2012
0
აქვე ვიტყვი, იმასაც არ ვეთანხმები, რომ ფისკულტურის მასწავლებელმა ავარჯიშოს ბავშვები, და კიდევ ბევრი ვიცი რომლებიც უბნის ხელოვნურ მოედნებზე "ავარჯიშებენ" ბავშვებს :)
Beqa
13:07 13-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული