თბილისში შვიდი ისეთი საფეხბურთო სკოლაა, ერთმანეთს მეტ-ნაკლებად კონკურენციას რომ უწევენ: "საბურთალო", "ოლიმპი", 35-ე საფეხბურთო კლუბი, "ნორჩი დინამოელი", "ავაზა", "თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემია" და "ოლიმპიკი".
რა თქმა უნდა, ფუნქციონირებს სხვა სკოლებიც, თუმცა ეს შვიდეული მათგან გამორჩეულია პოპულარობითა თუ პირობებით.
ცხადია, ამ შვიდეულიდან ყველას აქვს თავისი პლუს-მინუსები და კონკურენციასაც ეს განაპირობებს, მაგრამ ამით არ მთავრდება პაექრობა - შვიდეულს
და როგორ შეიძლება, რომ საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი გახდეს ტრადიციული საფეხბურთო სკოლის კონკურენტი?
ამ შემთხვევაში ყველაფერს კალკულაცია განაპირობებს. საფეხბურთო სკოლაში ბავშვის მიყვანა მშობელს საშუალოდ თვეში 40 ლარი უჯდება. ამას ემატება მგზავრობის ხარჯი, იხარჯება დროც საფეხბურთო სკოლაში მისვლა-მოსვლისთვის. მგზავრობაც დამღლელია ჯერ საჯარო სკოლაში, იქიდან კი საფეხბურთო სკოლაში მოსიარულე ბავშვისთვის.
ყოველივე ეს კარგად ესმის საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელს, რომელიც ეუბნება მშობელს, რომ თავის დროზე ის ფეხბურთელი იყო, უთამაშია ამა და ამ საფეხბურთო სკოლის გუნდში, ანუ აქვს ფიზკულტურის მასწავლებლის დიპლომი და კიდევ საფეხბურთო გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, თუ საფეხბურთო სკოლაში გადასახადი 40 ლარია, საჯარო სკოლაში ფეხბურთზე ბავშვის შეყვანა მშობელს ორჯერ ნაკლები დაუჯდება.
თანაც, ბავშვს მგზავრობა აღარ მოუწევს, უამინდობის შემთხვევაში კი ფიზკულტურის მასწავლებელი მას საფეხბურთო გაკვეთილებს ფიზკულტურის დარბაზშიც ჩაუტარებს.
საფეხბურთო სკოლაც ვეღარ სთავაზობს მშობელს უკეთეს პირობებს, რადგან გადასახდელი აქვს არაერთი ოფიციალური გადასახადი, - წყლის, მიწის... გადასახდელი აქვს ხელფასები თავისი საშემოსავლოთი...
ფიზკულტურის მასწავლებელი კი, ფაქტობრივად, არაფერს იხდის, მოედანი და დარბაზი სკოლის არის და სხვა ხარჯიც, ალბათ, არ აწვება.
საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლები იმაზეც ჩივიან, რომ საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელს თვეში 1000-1500 ლარი გამოსდის ჯამაგირი საფეხბურთო სექციებიდან, მაშინ, როცა საფეხბურთო სკოლების მწვრთნელთა ხელფასი ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლებია.
როგორც შევიტყვეთ, საფეხბურთო ტურნირები საჯარო სკოლებს შორისაც იმართება, ანუ მშობელი იმითაც კმაყოფილია, რომ მისი შვილი შეჯიბრებებშია ჩაბმული და მის საგულშემატკივროდ წასვლა შეუძლია.
მოკლედ, კონკურენცია გამძაფრებულია ბავშვთა ფეხბურთის სამყაროშიც.
არა მგონია, რომ ფიზკულტურის მასწავლებლებს ფეხბურთის ფედერაციისგან გაცემული C ლიცენზია ჰქონდეთ და თუ ამაზე ჩამოუგდებ სიტყვას, პასუხიც აქვთ: სად იყო ადრე ლიცენზიები, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელები მაინც მოდიოდნენ, სამწვრთნელო ცოდნას მხოლოდ დიპლომი არ განაპირობებსო.
როგორ დარეგულირდება ეს ყველაფერი, ძნელი სათქმელია, არადა, თემა ძალიან სათუთია: ბავშვები!
კარგად დალაგებულ-დავარცხნილ ქვეყნებში ბავშვის ფეხბურთზე სიარული თითქმის უფასოა - პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის აკადემია ამაში ფულს არ იღებს, მუნიციპალურ საფეხბურთო სკოლებში კი გადასახადი ან არ არის, ან კიდევ სიმბოლურია, - დაახლოებით 20 ევრო.
ჩვენთან არსებული კონკურენტული გარემოს დარეგულირებას კატეგორიულად ალბათ ვერც ფეხბურთის ფედერაციას მოსთხოვ, ვერც საფეხბურთო კლუბებს და ვერც სახელისუფლებო სტრუქტურებს. აქ უფრო კეთილი ნებაა საჭირო ყველა მხრიდან.
შესაძლოა, ზოგი ფიზკულტურის მასაწავლებელი ზოგი საფეხბურთო სკოლის ზოგ მწვრთნელს სჯობდეს ფეხბურთის ცოდნით, ბავშვისადმი უკეთესი პედაგოგიური მიდგომით, მაგრამ მშობელი რომ გადასახადის ოდენობის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, ვერ უნდა იყოს სწორი მიმართულება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: სპორტი უფასო უნდა გახდეს
ზურაბ პეტრიაშვილი: ასეთი გადასახადებით ბავშვებს ვერ გავზრდით
ალექსის პაპასტერგიუსი: საქართველოში ბევრია ნიჭიერი, მაგრამ ვერ ვითარდებიან
"კოკა-კოლა" და ფენოვანი - წარბმოღუშულ ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში
ქართული საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა ფულის საჭრელი საამქროა...
ყველაზე ცუდი რამე საქართველოში: ბავშვი სკოლაში ფულს იხდის
გადასახადი მოიტანე? - ჰკითხა მწვრთნელმა ბავშვს
"მშობელი რომ გადასახადის ოდენობის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, ვერ უნდა იყოს სწორი მიმართულება"
ვერ უნდა იყოს და არც არის, თუმცა გასამართლებელია ისედაც უჭირს ხალხს (უმეტესობას) და კიდევ ამხელა გადასახადები საფეხბურთო სკოლებში...
უფრო ზუსტად, სწორი მიმართულება ის არ არის რომ ამხელა გადასახადებს ითხოვენ საფეხბურთო სკოლები (ეს რა მიზეზით ეგ უკვე სხვა საკითხია) და არა ის, რომ მშობელს სადაც "იაფი უჯდება" იქ მიჰყავს შვილი..