პრობლემა: სარ­ბი­ელ­ზე ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ

AutoSharing Option
წე­სი­თა და რი­გით, კონ­კუ­რენ­ცია ისე­თი რა­მეა, რა­მაც წინ­ს­ვ­ლა უნ­და მო­ი­ტა­ნოს, ოღონ­დაც კონ­კუ­რენ­ცია ჯან­სა­ღი უნ­და იყოს. და­უ­ლა­გე­ბელ-და­უ­ვარ­ცხ­ნელ ქვეყ­ნებ­ში კი სი­ჯან­სა­ღე, ცო­ტა არ იყოს, ძვი­რი სა­ნა­ხა­ვია.

თბი­ლის­ში შვი­დი ისე­თი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლაა, ერ­თ­მა­ნეთს მეტ-ნაკ­ლე­ბად კონ­კუ­რენ­ცი­ას რომ უწე­ვენ: "სა­ბურ­თა­ლო", "ოლიმ­პი", 35-ე სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი, "ნორ­ჩი დი­ნა­მო­ე­ლი", "ავა­ზა", "თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მია" და "ოლიმ­პი­კი".

რა თქმა უნ­და, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბს სხვა სკო­ლე­ბიც, თუმ­ცა ეს შვი­დე­უ­ლი მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია პო­პუ­ლა­რო­ბი­თა თუ პი­რო­ბე­ბით.

ცხა­დია, ამ შვი­დე­უ­ლი­დან ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი პლუს-მი­ნუ­სე­ბი და კონ­კუ­რენ­ცი­ა­საც ეს გა­ნა­პი­რო­ბებს, მაგ­რამ ამით არ მთავ­რ­დე­ბა პა­ექ­რო­ბა - შვი­დე­ულს
უკ­ვე საკ­მა­ოდ ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გა­მოუჩ­ნ­დ­ნენ - ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ სა­ჯა­რო სკო­ლის ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის კონ­კუ­რენ­ტი?

ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ყვე­ლა­ფერს კალ­კუ­ლა­ცია გა­ნა­პი­რო­ბებს. სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის მიყ­ვა­ნა მშო­ბელს სა­შუ­ა­ლოდ თვე­ში 40 ლა­რი უჯ­დე­ბა. ამას ემა­ტე­ბა მგზავ­რო­ბის ხარ­ჯი, იხარ­ჯე­ბა დროც სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში მის­ვ­ლა-მოს­ვ­ლის­თ­ვის. მგზავ­რო­ბაც დამ­ღ­ლე­ლია ჯერ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, იქი­დან კი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში მო­სი­ა­რუ­ლე ბავ­შ­ვის­თ­ვის.

ყო­ვე­ლი­ვე ეს კარ­გად ეს­მის სა­ჯა­რო სკო­ლის ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ეუბ­ნე­ბა მშო­ბელს, რომ თა­ვის დრო­ზე ის ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, უთა­მა­შია ამა და ამ სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის გუნ­დ­ში, ანუ აქვს ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლი­ს დიპ­ლო­მი და კი­დევ სა­ფეხ­ბურ­თო გა­მოც­დი­ლე­ბა და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, თუ სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში გა­და­სა­ხა­დი 40 ლა­რია, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ფეხ­ბურ­თ­ზე ბავ­შ­ვის შეყ­ვა­ნა მშო­ბელს ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი და­უჯ­დე­ბა.

თა­ნაც, ბავშვს მგზავ­რო­ბა აღარ მო­უ­წევს, უამინ­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი მას სა­ფეხ­ბურ­თო გაკ­ვე­თი­ლებს ფიზ­კულ­ტუ­რის დარ­ბაზ­შიც ჩა­უ­ტა­რებს.

სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლაც ვე­ღარ სთა­ვა­ზობს მშო­ბელს უკე­თეს პი­რო­ბებს, რად­გან გა­და­სახ­დე­ლი აქვს არა­ერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი, - წყლის, მი­წის... გა­და­სახ­დე­ლი აქვს ხელ­ფა­სე­ბი თა­ვი­სი სა­შე­მო­სავ­ლო­თი...

ფიზ­კულ­ტუ­რის მა­სწავ­ლე­ბე­ლი კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფერს იხ­დის, მო­ე­და­ნი და დარ­ბა­ზი სკო­ლის არის და სხვა ხარ­ჯიც, ალ­ბათ, არ აწ­ვე­ბა.

სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმა­ზეც ჩი­ვი­ან, რომ სა­ჯა­რო სკო­ლის ფიზ­კულ­ტუ­რის მა­სწავ­ლე­ბელს თვე­ში 1000-1500 ლა­რი გა­მოს­დის ჯა­მა­გი­რი სა­ფეხ­ბურ­თო სექ­ცი­ე­ბი­დან, მა­შინ, რო­ცა სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლე­ბის მწვრთნელ­თა ხელ­ფა­სი ორ­ჯერ და უფ­რო მეტ­ჯერ ნაკ­ლე­ბია.

რო­გორც შე­ვიტყ­ვეთ, სა­ფეხ­ბურ­თო ტურ­ნი­რე­ბი სა­ჯა­რო სკო­ლებს შო­რი­საც იმარ­თე­ბა, ანუ მშო­ბე­ლი იმი­თაც კმა­ყო­ფი­ლია, რომ მი­სი შვი­ლი შე­ჯიბ­რე­ბებ­შია ჩაბ­მუ­ლი და მის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ წას­ვ­ლა შე­უძ­ლია.

მოკ­ლედ, კონ­კუ­რენ­ცია გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია ბავ­შ­ვ­თა ფეხ­ბურ­თის სამ­ყა­რო­შიც.

არა მგო­ნია, რომ ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლებს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის­გან გა­ცე­მუ­ლი C ლი­ცენ­ზია ჰქონ­დეთ და თუ ამა­ზე ჩა­მო­უგ­დებ სიტყ­ვას, პა­სუ­ხიც აქვთ: სად იყო ად­რე ლი­ცენ­ზი­ე­ბი, მაგ­რამ ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მა­ინც მო­დი­ოდ­ნენ, სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო ცოდ­ნას მხო­ლოდ დიპ­ლო­მი არ გა­ნა­პი­რო­ბებ­სო.

რო­გორ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, არა­და, თე­მა ძა­ლი­ან სა­თუ­თია: ბავ­შ­ვე­ბი!

კარ­გად და­ლა­გე­ბულ-და­ვარ­ცხ­ნილ ქვეყ­ნებ­ში ბავ­შ­ვის ფეხ­ბურ­თ­ზე სი­ა­რუ­ლი თით­ქ­მის უფა­სოა - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის აკა­დე­მია ამა­ში ფულს არ იღებს, მუ­ნი­ცი­პა­ლურ სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლებ­ში კი გა­და­სა­ხა­დი ან არ არის, ან კი­დევ სიმ­ბო­ლუ­რია, - და­ახ­ლო­ე­ბით 20 ევ­რო.

ჩვენ­თან არ­სე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს და­რე­გუ­ლი­რე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ალ­ბათ ვერც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას მოს­თხოვ, ვერც სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბებს და ვერც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რებს. აქ უფ­რო კე­თი­ლი ნე­ბაა სა­ჭი­რო ყვე­ლა მხრი­დან.

შე­საძ­ლოა, ზო­გი ფიზ­კულ­ტუ­რის მა­სა­წავ­ლე­ბე­ლი ზო­გი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის ზოგ მწვრთნელს სჯობ­დეს ფეხ­ბურ­თის ცოდ­ნით, ბავ­შ­ვი­სად­მი უკე­თე­სი პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მით, მაგ­რამ მშო­ბე­ლი რომ გა­და­სა­ხა­დის ოდე­ნო­ბის მი­ხედ­ვით იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, ვერ უნ­და იყოს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: სპორტი უფასო უნდა გახდეს
ზურაბ პეტრიაშვილი: ასეთი გადასახადებით ბავშვებს ვერ გავზრდით
ალექსის პაპასტერგიუსი: საქართველოში ბევრია ნიჭიერი, მაგრამ ვერ ვითარდებიან
"კოკა-კოლა" და ფენოვანი - წარბმოღუშულ ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში
ქართული საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა ფულის საჭრელი საამქროა...
ყველაზე ცუდი რამე საქართველოში: ბავშვი სკოლაში ფულს იხდის
გადასახადი მოიტანე? - ჰკითხა მწვრთნელმა ბავშვს
მკითხველის კომენტარები / 8 /
მშვენიერი იდეაა. ან აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა საზოგადოებამ ეს გამოსავალი. ქართულ ფეხბურთში მთავარი პრობლემა ბავშვთა ფეხბურთშია. სიდუხჭირის გამო ბავშვები ფეხბურთძე (და არამარტო ფეხბურთზე) ვეღარ დადიან. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სიჭინავა ერთერთ გადაცემაში თავს იმართლებადა - საქართველოში ფეხბურთზე სულ რაღაც 20-30 ათასი ბავშვი დადისო. ჰოდა ახლა უფრო მეტი ითამაშებს. მერე რა, რომ ფიზკულტურის მასწავლებლებს ლიცენზია არ აქვთ? საფეხბურთო კლუბების მწვრთნელებს რომ აქვთ რა ვერ აფერისტობენ? როგორ? აი თუნდაც ეგრეთ წოდებულ "ზბორებზე". "ზბორები" საერთოდ რაიმე ტურნირის წინ იმართება, რათა მოთამაშეებმა რაც შეიძლება უკეთეს მდგომარეობას მიაღწიონ. ივნის-ივლისში "ზბორებს" ატარებენ და მერე სექტემბერ-ოქტომბრამდე ითხოვენ ბავშვებს. სად ატარებენ? ქობულეთში, ბათუმში და პაპანაქება სიცხეში წელში წყვეტენ. ზამთარში ბაკურიანში მიჰყავთ. რა უნდა აკეთონ ფეხბურთელმა ბავშვებმა ზამთარში ბაკურიანში? ბურთით მუხლებამდე თოვლში ვერ ივარჯიშებენ, მწვრთნელმა კი მშობლის წინაშე როგორმე რომ გაამართლოს 400-500 ლარიანი "ზბორები" გამოსავალი რაში უნდა იპოვნოს? რაში და ავარჯიშებს ფიზიკურ მომზადებაში დღეში ორჯერ. აძლევს გაუმართლებელ დატვირთვებს პატარა ბავშვებს და მერე ეს ბავშვები 17-18 წლისები რომ ხდებიან ეწყებათ მუდმივი ტრავმები, ხან მყესი, ხან მენისკი, ხან პახი და ა.შ. 12-13 წლამედე ბავშვებისთვის მიუღებელია ზედმეტი, რაიმე სახის ფიზიკური დატვირთვები. ჰოდა არბენინოს და ათამაშოს ფიზკულტურის მასწავლებელმა და თუ მშობელი დაინახავს, რომ მისი შვილი რაიმე განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული და მასაც ფინანსური შესაძლებლობა გააჩნია წაიყვანოს მერე ნებისმიერ კლუბში. ძალიან კარგი იდეაა ეს და სულ არ მაინტერესებს მე პირადად თუკი რომელიმე ბავშვთა საფეხბურთო კლუბი შეეწირება ამ იდეას.
0
საინტერესო სტატიაა მაგრამ გამოსავალი რაა ამ სიტუაციიდან ის არ წერია...
თუმცა არაფერი ცუდი არ არის იმაში რომ ფიზკულტურის მასწავლებელმა ფეხბურთის მწვრთნელობას მოკიდოს ხელი და ავარჯიშოს ბავშვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ამ ბავშვების უმრავლესობამ შეიძლება საერთოდ ვერ იაროს ფეხბურთზე...
ამ ლიცენზიების საბაბად მოტანა კიდევ საერთოდ უაზრობაა, რადგან უამრავი მწვრთნელი ვიცი ვინც ლიცენზიის აღების შემდეგ იმავე კვალიფიკაციისაა რაც მანამდე იყო და ლიცენზიის მიღებით მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი შემატებია ცოდნის თვალსაზრისით...
ზემოთ გამოსავალი ვახსენე და ამ სიტუაციიდან და კიდევ მრავალი ჩვენს ფეხბურთში და არა მარტო ბავშვთა ფეხბურთში არსებული პრობლემებიდან გამოსავალია კერძო საფეხბურთო სკოლების საერთოდ არარსებობა,ანუ მათ მაგიერ კლუბების მიერ საკუთარი მძლავრი, უფასო ან მცირე გადასახადიანი მინიმუმ 500-600 ბავშვიანი სკოლების შექმნა ან დღევანადელი კერძო სკოლების თავის სტრუქტურებში გაწევრიანება...
ამ კლუბების საკუთრებაში არსებული სკოლები არ იქნება მოგებაზე გათვლილი და გადასახადის არსებობის შემთხვევაშიც ფინანსურად იქნება მხოლოდ საკუთარი თავის შენახვაზე ორიენტირებული, ანუ გადასახადი არ აცდება 20-30 ლარს...
დაახლოებით ასეთი აკადემიები აქვთ დინამოს და ტორპედოს, მაგრამ ამ სკოლებში ბავშვთა რაოდენობაა ცოტა, საჭიროა გაზარდონ მასშტაბები და სხვა კლუბებმაც მიბაძონ...
საკანონმდებლო ამბავშიც თუ გაუკეთდებათ შეღავათები ამ კუთხით კლუბებს მაგარი საქმე იქნება...
და მშობლების ფინანსურად ხელმისაწვდომობის, ფეხბურთზე მეტი ბავშვის შესვლის და მასობრიობის გარდა ეს ყველაფერი გადაწყვიტავს ჩვენი ფეხბურთისთვის დღეისათვის აქტუალურ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას, ახალგაზრდულ ასაკში სკოლების მიერ საკუთარი შეხედულებებით ნიჭიერი ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანას, რითაც ვერავითარ სარგებლობას ვერ იღებენ ჩვენი კლუბები, მათთვის იკარგება მილიონობით შემოსავალი და ამ ბავშვების გაყიდვისგან მიღებული თანხები მიდის მხოლოდ სკოლის დირექტორის და აგენტების ჯიბეებში...
Walkabout
00:54 14-12-2012
0

სიახლეები პოპულარული