სანდრო შახოვი: "დინამო" გოგიტა გოგუასთან სამართლებრივ ურთიერთობას გააგრძელებს

AutoSharing Option
"ლელოს" გუშინდელ ნომერში გოგიტა გოგუამ განაცხადა, რომ გორის "დილასთან" იჯარა უმთავრდება, მაგრამ თბილისის "დინამოში" დაბრუნებას არ აპირებს, მიზეზად კი კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფასთან კონფლიქტი დაასახელა.

ამის შესახებ კომენტარი "დინამოს" დირექტორმა სანდრო შახოვმა გააკეთა.

"გავეცანი გოგუას ინტერვიუს და გაკვირვებული ვარ - მისი საქმისადმი მიდგომით და თბილისის "დინამოს" მიმართ უმადურობითაც.

ადამიანმა, რომელსაც თავისი კარიერის უმეტეს ნაწილში კონფლიქტები არ ელევა მწვრთნელებთან თუ კლუბის ხელმძღვანელობებთან, დროა, საკუთარ თავში ჩაიხედოს და მიზეზებიც იქ ეძებოს, ვიდრე მუდმივად სხვებზე აკეთებდეს აპელირებას.

სამწუხაროა, როდესაც ნიჭიერი ფეხბურთელი საკუთარი არასწორი
მიდგომების გამო თავადაც იუარესებს კარიერას და ამავდროულად კლუბისთვისაც უსარგებლო ხდება.

მინდა ავღნიშნო, რომ "დინამო" კეთილსინდისიერად ასრულებს თავის ყველა ვალდებულებას ფეხბურთელებისა და თანამშრომლების მიმართ.

დღეს შექმნილი ვითარება არის ძალზედ ჯანსაღი. სამწუხაროდ არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც ვერ ჯდებიან ამდაგვარ გარემოში, ვინაიდან მათ სავარაუდოდ სხვა მიზნები ამოძრავებთ.

გოგუას გორის "დილაში" განათხოვრება ფეხბურთელის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა, რათა მწვრთნელებთან და სხვებთან მუდმივი კონფლიქტების ფონზე, სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა.

მოგეხსენებათ, რომ კლუბმა საქართველოს პირობაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დახარჯა, როგორც მის ჩამოყვანაზე, ასევე მისი პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე (გოგიტა გოგუა "დინამოში" და საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი გახლავთ) და ბუნებრივია, მისი განვითარებით დაინტერესებული იყო. ჩვენ ასევე განვიხილავდით გოგუას დაბრუნებას.

თუმცა, მის მიერ გაჟღერებული მოსაზრებების შემდეგ, ბუნებრივია, რომ გოგუას გუნდში დაბრუნებას აზრი ეკარგება.

შესაბამისად, "დინამო" ფეხბურთელთან გააგრძელებს სამართლებრივ ურთიერთობას, გამომდინარე ხელშეკრულების პირობებიდან, კლუბის ინტერესებიც დაცული რომ იყოს.

და ბოლოს: აბსოლუტურად გაუგებარია გოგუას პრეტენზიები "დინამოსა" და პირადად ბატონი რომან ფიფიას მიმართ, რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ ულაპარაკია.

ბატონი რომანი კურირებს კლუბის განვითარების ძირითად სტრატეგიებზე მუშაობას, ხოლო ყოველდღიურ საკითხებზე - კონკრეტული ხელმძღვანელობა.

სამწუხაროა, მოვლენების ამდაგვარი განვითარება, თუმცა ამ ტიპის საკითხი საფეხბურთო ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი გოგუა, არ მოდუნდე. უბრალოდ სირცხვილია საქარტველომ ასეთი კარგი ფეხბურტელი რომ დაკარგოს
dinamo tb.
13:29 15-12-2012
0
გოგიტას მაგალითზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქართველი ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგიური მომზადება აუცილებელია.

ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ტალანტები!!!!
guja_kakhadze
20:21 15-12-2012
0

სიახლეები პოპულარული