18 დეკემბერს მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა: თბილისის "ლოკომოტივი" არნემის "ვიტესს" შეხვდა. მოზარდი ფეხბურთელები თოვლმაც არ შეაშინა და ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს.
"ლოკომოტივში" ითამაშა შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი არაბიძემ, რომელიც მცირე ხნის წინ ესპანურ "მალაგაში" ვარჯიშობდა. 14 წლის ფეხბურთელმა თავი ერთი წლით უფროსებშიც არ შეირცხვინა და ჰოლანდიურ კლუბს ჯერ საჯარიმო დარტყმით გაუტანა, მეორე ტაიმში კი მშვენიერი დრიბლინგით გზიდან რამდენიმე მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და ბურთი "ცხრიანში" ეფექტურად გაგზავნა.
საბოლოოდ, "ლოკომოტივმა"
მეორე შეხვედრა არ გამართულა: ანდრე კარასკოს "მალაგა" ავიარეისების პრობლემის გამო მხოლოდ 19 დეკემბერს უნდა ჩამოფრინდეს - ესპანელებისა და "საბურთალოს" შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება.
შეხვედრას კომპანია "სალერის" პრეზიდენტი რიჩარდ სალერი ესწრებოდა. მართალია, ტურნირის ორგანიზატორებს ამინდში არ გაუმართლათ, მატჩი თოვლში გაიმართა, მაგრამ გერმანელი ბიზნესმენი მაინც კმაყოფილი იყო, ტურნირის ორგანიზატორებმა საინტერესო გუნდების შეკრება რომ მოახერხეს.
სალერის თასი
19 დეკემბერი
მალაგა-ლოკომოტივი 12:00 სთ
საბურთალო-ვიტესი 15:00 სთ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"