ანდრეს კარასკოს ჩამოყვანილმა "მალაგამ" თბილისის "ლოკომოტივი" არ დაინდო

AutoSharing Option
"ბენდელას" სტადიონზე გრძელდება საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მიერ ორგანიზებული "სალერის თასის" გათამაშება, რომელშიც 1997 წელს დაბადებულები თამაშობენ.

საბედნიეროდ, შიში არ გამართლდა, ტურნირი არ ჩაიშალა, არადა, ამის საფრთხე არსებობდა, რადგან თბილისში მოსულმა თოვლმა "ბენდელას" სტადიონი სრულად დაფარა - ორგანიზატორებმა მოედანი მაინც გაწმინდეს და ისეთი თამაშები გაჩაღდა, საყურებლად ამ სიცივეში თავის შეწუხება ნამდვილად ღირდა.

..."დინამოს" აკადემიის ყოფილმა დირექტორმა ანდრეს კარასკომ ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოიყვანა. "მალაგა" ერთი დღის დაგვიანებით გვესტუმრა და პირველივე შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივს" 4:1 მოუგო.

"საბურთალო" "ვიტესთან" თავდაპირველად 0:1-ს აგებდა, მაგრამ შეხვედრის
შემოტრიალება და საბოლოოდ 3:1 გამარჯვება მოახერხა.

"საბურთალოს" გენერალური დირექტორის, კახა ჭუმბურიძის თქმით, პირველი ტურის გადადებული შეხვედრა "მალაგასა" და "საბურთალოს" შორის, ალბათ, 21 დეკემბერს გაიმართება, ფინალი კი 23 დეკემბრისთვის გადაიდო. თუმცა ეს ამბავი 20 დეკემბერს დაზუსტდება.

20 დეკემბერი
"მალაგა"-"ვიტესი" 13:00 სთ
"საბურთალო"-"ლოკომოტივი" 16:00 სთ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დაინდო–რა სათაურია, ''მალადეცცც'' სტატიის ავტორი. ლოკომოტივი საქართველოა–მალაგა ესპანეთი, და უამრავი ხარვეზის შესახებ დაწეროს სტტატიის ავტორმა,და მთავარზე გაამახვილოს ყურადღება–მსაჯობაზე!!!
დათო
19:14 21-12-2012
0

სიახლეები პოპულარული