ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დრომდე დარასელია გორის "დილას" თავკაცობდა, ხოლო მანამდე ჰაიფას "მაქაბიში" მუშაობდა.
"სკა-ენერგია" რუსეთის ნაციონალური ლიგის სატურნირო ცხრილში 21 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან "ტომს" 13 ქულით ჩამორჩება.
აქვე გეტყვით, რომ "სკა-ენერგიას" ქართველი ფეხბურთელების გადაბირებაც სურს. კერძოდ კი, საუბარი გოჩა ხოჯავასა და ოთარ მარცვალაძეზე იყო.
რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" დატოვების შემდეგ, მარცვალაძე უკლუბოდაა.
ასევე იხილეთ:
ოთარ მარცვალაძე რუსეთის პირველი დივიზიონის "სკა-ენერგიას"