ხოლო რაც შეეხება 2012 წლის ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ნომინაციას, გამარჯვებული პოლონეთის "იაგელონიის" ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე გახდა.
წლის ლეგიონერად კი არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია დასახელდა, რომელიც ასევე სფფ-მა წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად აღიარა.
შეგახსენებთ, რომ სფფ-მ, სპეციალური ანკეტების მეშვეობით, ორ ნომინაციაში - 2012 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და 2012 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გამოჰკითხა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, საქართველოს ეროვნული და
გარდა ამისა, სფფ-ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა გულშემატკივრის რჩეულის, 2012 წლის საუკეთესო ლეგიონერის გამოსავლენი გამოკითხვა.
26 დეკემბერს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის ახალ სპორტ-კაფეში სფფ-ის წლის შემაჯამებელი დაჯილდოება გაიმართება.