ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული ჯილდო "წლის საუკეთესო ფეხბურთელი 2012" არნემის "ვიტესის" და საქართველოს ნაკრების მცველს გურამ კაშიას ერგო.
პრიზი მას ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა.
2012 წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი გულშემატკივართა ინტერნეტ-გამოკითხვით - კაშია აქაც საუკეთესო აღმოჩნდა და ეს პრიზი მას შოთა არველაძემ უსახსოვრა.
გამოკითხვაში 3300-ზე მეტი ქომაგი მონაწილეობდა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ფეხბურთის ფედერაციამ
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმა გამოავლინეს. პრიზი ნიკა ძალამიძეს შეხვდა, პოლონური "იაგელონიას" შემტევს.
მეორე პოზიციაზე თბილისის "ლოკომოტივის" მცველი ნიკა ჭანტურია აღმოჩნდა, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.
მესამე ადგილი ლუკა ზარანდიას ერგო, 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილს, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"