ბუბა ტყავაძე რუსთავის "მეტალურგთან" კავშირს უარყოფს

AutoSharing Option
არის თუ არა ბუბა ტყავაძე "მეტალურგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი?

მის მიმართ ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც რუსთავური კლუბიდან თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორის რანგში დაუბრუნდა.

არ დავმალავთ, მცირე ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელი გვიმტკიცებდა, რომ სწორედ ასეა.

ცხადია, დავინტერესდით, რადგან ინტერესთა კონფლიქტი და ორ გუნდთან კავშირი მძიმე ბრალდებაა.

თუ ეს დამტკიცდება, ასეთ შემთხვევაში ტყავაძეს ერთ-ერთი უნდა დაეთმო - ან პოსტი "დინამოში", ან "მეტალურგთან" კავშირზე უნდა ეთქვა უარი.

თუმცა ეს გასარკვევი იყო და ბუბა ტყავაძეს სწორედ ამ კითხვით მივმართეთ.

"ვარ თუ არა
დღემდე "მეტალურგში"? არა, ეს ტყუილია. რუსთავის კლუბის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი მეტალურგიული ქარხანაა და ცხადია, დამფუძნებელიც ეს ორგანიზაციაა.

მე კი მხოლოდ და მხოლოდ კლუბის მიერ დაქირავებული მენეჯერი გახლდით, მეტი არაფერი.

"მეტალურგში" არც წილი მეკუთვნის და არასოდეს ვყოფილვარ დამფუძნებელი. ასე რომ, ამ ხმებს საქმეში ჩაუხედავი ხალხი ავრცელებს.

მე ახლა "დინამოში" ვმუშაობ და მთლიანად ამ კლუბის საქმიანობაზე ვარ გადართული",
- გვითხრა ტყავაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუბა ტყავაძე: თბილისის "დინამოს" გაძლიერება ყველა რგოლში სჭირდება
ბუბა ტყავაძე: თბილისის "დინამოს" გეგმებში გიორგი ლორიას გაყიდვა არ შედის
ბუბა ტყავაძე: წინა სეზონში საქართველოს ჩემპიონი ის გახდა, ვინც ნაკლები დახარჯა
ბუბა ტყავაძე ჩემპიონს არ ცნობს და ილია კოკაიას ძველ ამბებს უხსენებს!
მკითხველის კომენტარები / 1 /
გონივრულ ეჭვი მაქვს, რომ ბუბა ტყავაძე გავლენას ინარჩუნებს მეტალურგის დაფინანსების გადაწყვეტილების მიმღებ მენეჯერებზე და თუ დამფუძნებლებმა კლუბის დირექტორს ხელი არ შეუშალეს კობა ჟორჟიკაშვილის გადაყენებაში, ამით "დინამომაც" იხეირა,შარშან დინამოს კონკურენტი გუნდიდან აჩრდილია დარჩენილი "მეტალურგის" სახით, თან ვინ იცის როდის გაირბენს შავი კატა მასსა და ფიფიას შორის, სათადარიგო სკამი ხომ უნდა ჰქონდეს გარანტირებული , ეხ დადგება დრო, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როგორც საკუთარ შვილებს ისე მოექცევიან ბუბასნაირი უგულო ვაიმენეჯერები! თუ დაფიქრებულან მათ მიერ ხელაღებით უარყოფილ ახალგაზრდა ფეხბურთელების გულისტკივილზე, გასაუბრებასაც და ახსნასაც რომ არ კადრულობენ, ისე უხურავენ კლუბის კარებს
sulxani
11:53 29-12-2012
0

სიახლეები პოპულარული